arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
Istanbul Travel Guide
Istanbul Travel Guide
ISBN:
978-9941-476-96-9
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
62
ფორმატი:
125/174
ყდა:
რბილი
ფასი:
8.00


ყიდვა

პოეტური კრებული თურქულიდან თარგმნა ირაკლი კაკაბაძემ

 

რუმუზ დერინოზი 1953 წლის 1 მაისს ქალაქ სამსუნში, ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა სტამბოლის ქულელის სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა. ლიცეუმის დამამთავრებელ კლასში საბრძოლო თვითმფრინავიდან გადმოხტომისას მიღებული ტრამვის გამო სამხედრო კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ქალაქ იზმირის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ იზმირის „ფილიპ მორისის“ ქარხნის სტამბაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად ადგილობრივი პრესისთვის პოლიტიკური თემატიკის კარიკატურებს ხატავდა. 1993 წლიდან ცხოვრობს სტამბოლში, აქვს საკუთარი სამხატვრო სახელოსნო. მისი ლექსები ქვეყნდება თანამედროვე ლიტერატურულ პერიოდიკაში და თარგმნილია არაბულ, მონღოლურ და ქურთულ ენებზე.


ავტორის წიგნები
ვრცლად