arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
დედაქალაქი
დედაქალაქი
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ.

 

თანამედროვე ავსტრიელი მწერლის – რობერტ მენასეს „დედაქალაქი“ წლის საუკეთესო გერმანულენოვანოვან რომანად აღიარეს 2017 წელს.

ბრიუსელში იყრის თავს ყველაფერი; ბრიუსელის ქუჩებში დარბის ღორიც. ფენია ქსენოპულო, კულტურის დირექტორატის მოხელე, რთული ამოცანის წინაშე დგას. მან ევროკავშირის კომისიის იმიჯი უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ როგორ? ფენია მარტინ ზუსმანს, თავის რეფერენტს, იდეის ჩამოყალიბებას ავალებს. იდეა ხორცს ისხამს – ეს არის წარსულის მოჩვენება, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებს მშფოთვარე დღეებს უქადის; დაუძლურებული დავიდ დე ფრინდი სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს მოხუცთა თავშესაფარში ელოდება სიკვდილს. იგი ბავშვი იყო, როცა სადეპორტაციო მატარებლიდან ჩამოხტა და საკუთარი ოჯახისგან განსხვავებით, სიკვდილს გადაურჩა. ახლა მისი ვალია, მოწმედ დაუდგეს წარსულს, რომელიც მეხსიერებიდან გაქრობას ლამობს. არც კომისარ ბრუნფოს ამოცანაა ადვილი. იგი იძულებულია შეწყვიტოს მკვლელობის გამოძიება, რადგან პოლიტიკური ნება ასეთია; მისი ყველა ჩანაწერი უკვალოდაა გამქრალი. ხოლო ალოის ერჰარტი, სახალხო ეკონომიკის ემირიტირებული პროფესორი, ვინ იცის, უკანასკნელი მოხსენებით უნდა წარსდგეს კომისიის ანალიტიკური ჯგუფის წინაშე, რომლის წევრებსაც ევროპის მომავლის ხედვის ჩამოყალიბება ევალებათ.

 

რას შვრება ამ დროს ბრიუსელი? ქალაქი სახელს ეძებს ღორისთვის, რომელიც მის ქუჩებში დაშლიგინებს...