arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ლაშა თაბუკაშვილის – „სადღაც ცისარტყელას მიღმა“ – წარდგინება
27/09/2016
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო რედისონში გაიმართება ლაშა თაბუკაშვილის ახალი წიგნის – სადღაც ცისარტყელას მიღმა – წარდგინება!
 
დასწრება თავისუფალია!
მის: თბილისი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია
 
 
ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია... მერე რა, თუ ამ ადამიანებიდან ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა...
 
ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგები, დახვეწილი (ასე კარგად დავიწყებული) რომანტიზმი და საიდუმლო, რითაც ჩვენს დროში მომხდარი ერთი შეხვედრის ამბავიც მარადიულ საკითხავთა მწკრივში დგება – ასეთია ლაშა თაბუკაშვილის პიესა სადღაც ცისარტყელას მიღმა . ამ სტილს და ატმოსფეროს მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს და მუდმივად ელოდება, როგორც კიდევ ერთ დღესასწაულს თეატრისათვის.
 
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


სხვა სიახლეები
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად
  • სად შევიძინოთ ელექტრონული სახელმძღვანელოები?
    12/03/2021
     „ინტელექტის“ სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შეძენა უკვე შესაძლებელია...
    ვრცლად