5 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში
„შაქრო ბაბუა“, გაიმართება გელა ჩარკვიანის ჩანაწერების მეორე ნაწილის,
„ნაგრელა 2“-ის წარდგენა.
„ნაგრელა 2“ გელა ჩარკვიანის
„ნაგერალას“ – მეორე სეზონია. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.
„ნაგრელა 2“ კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია/იუმორი.
წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ