arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ვახო სანაია ოთარ ჭილაძის „ცა მიწიდან იწყება“ შესახებ ისაუბრებს
23/04/2017
23 აპრილს, 13:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ვახო სანაია ოთარ ჭილაძის ჩანაწერების – ცა მიწიდან იწყება – შესახებ ილაპარაკებს. 
 
ცა მიწიდან იწყება ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.
 
დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.
 
ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.
 
აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.
 
კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.


სხვა სიახლეები
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად
  • სად შევიძინოთ ელექტრონული სახელმძღვანელოები?
    12/03/2021
     „ინტელექტის“ სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შეძენა უკვე შესაძლებელია...
    ვრცლად