arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
სიახლეები
ტარიელ ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი 2“-ის წარდგენა
15/06/2017
15 ივნისს, 19 საათზე მაგთი კლუბი და გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ტარიელ ჭანტურიას ახალი წიგნის – სიყვარულის შავი ყუთი 2 წარდგენაზე. 
 
ტარიელ ჭანტურიას პოეზია განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. გამორჩეული პოეტური ხმა, მახვილგონიერი აზროვნება, ირონიისა და სარკაზმის აუტანელი სიმსუბუქე სრულიად ახალ სამყაროს ქმნის, რომელიც მკითხველს ცხოვრების მიმართ აქამდე უცხო შთაბეჭდილებით და მოტივაციით აღავსებს.
 
ესაა მუდმივად თანამედროვე, ახალგაზრდული აზრითა და სულით სავსე პოეზია. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა ნებისმიერი გემოვნების თუ ასაკის ადამიანისათვის.
 
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მკითხველს კვლავ ეძლევა საშუალება, საყვარელი ავტორის ახალ კრებულს გაეცნოს.
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 
დასწრება თავისუფალია!
მის: რუსთაველის გამზ. N22
 
 
 


სხვა სიახლეები
  • შეხვედრა გელა ჩარკვიანთან „მაგთი კლუბში“
    08/06/2017
    8 ივნისს, 19 საათზე მაგთი კლუბი და გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ შეხვედრაზე დიპლომატთან და მწერალთან – გელა...
    ვრცლად
  • „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
    01/06/2017
    31 მაისს, 20 საათზე, წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუაში გამომცემლობა ინტელექტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ელზა...
    ვრცლად
  • გელა ჩარკვიანის „ნაგერალა 2“-ის წარდგენა
    05/05/2017
    5 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, გაიმართება გელა ჩარკვიანის ჩანაწერების მეორე ნაწილის,...
    ვრცლად