arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ინ • ტელე • ქტი
დათო ქარდავა – მტაცებლები ურბანულ გარემოში
დათო ქარდავა – მტაცებლები ურბანულ გარემოში
მტაცებლები ურბანულ გარემოში დათო ქარდავას მორიგი წიგნია. ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ამ წიგნს – ესეებისა და სტატიების კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს.
 
მტაცებლები ურბანულ გარემოში არის ესეებისა და სტატიების კრებული, რომელშიც თავი მოიყარა ჩემ მიერ, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა ესეებმა და სტატიებმა. კრებულში 20-მდე დამოუკიდებელი ტექსტია შესული და თითოეულის თემატიკა არის ქალაქი: მისი ისტორია და ცვლილება. 
 
ამ წიგნში თქვენ შეხვდებით თბილისის ამბავსა და თავგადასავალს, მის წარსულსა და მის აწმყოს“.
 
წიგნის რედაქტორია ზვიად კვარაცხელია, დამკაბადონებელი ვიოლა ტუღუში, გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი. წინასიტყვაობა ნუგზარ ზაზანაშვილის, წიგნში გამოყენებულია მზია საგანელიძის ფოტოები.
 
მტაცებლები ურბანულ გარემოში მეორე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს.  2015 წელს გამომცემლობამ დათო ქარდავას ესავის ხელები გამოსცა.