arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ინ • ტელე • ქტი
გელა ჩარკვიანის რეკომენდაცია – ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“
გელა ჩარკვიანის რეკომენდაცია – ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“
გელა ჩარკვიანი: „ირაკლი ჩარკვიანის რომანი მშვიდი ცურვა იმდენ სხვადასხვა თემას შეიცავს, რომ ალბათ ადვილი არ იქნება, განსაზღვრო ამ ნაწარმოების ჟანრი.
 
აქ არის ძალიან ბევრი პერსონაჟი: ზოგი გამოგონილი, ზოგი ნამდვილი, რეალური ცხოვრებიდან. საინტერესო პერსონაჟები არიან, როლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს და ეს რთული კონტრაქპუნქტი, ერთგვარ წითელ ხაზად მისდევს ქვეყნის ბედის თემას. მაგრამ არის ერთი, მიმაჩნია, მთავარი გზავნილი, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც დისტოპიური – სადაც ირაკლი ჩარკვიანი აღწერს საზარელ მომავალს, რომელიც, შესაძლოა, ელოდებოდეს კაცობრიობას. 
 
კერძოდ, ლაპარაკია მასობრივ მკვლელობებზე, რომლებიც, თითქოს, ხელოვნების დარგში ადის. „ახალი პოეზია“ – ასე უწოდებს ირაკლი მას, – არის მომავალი მსოფლიოს ტკბობა ამ მასობრივი მკვლელობებით, ანუ ყველაზე დიდი პოეტი ის არის, ვინც ყველაზე მეტ ხალხს გაიყოლებს: ააფეთქებს თვითმფრინავს, ან ბრბოში აიფეთქებს თავს და სწორედ მათ დაუდგამენ ძეგლებს ძველი პოეტების ნაცვლად.
 
მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სამწუხაროდ, ის, რასაც ირაკლი წერდა ამ რომანში, დღეს ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევაში, რეალობად იქცევა.
 
იმ ტერორისტებს, რომლებიც მკვლელობებს ჩადიან, შესაძლოა, თავიანთი თავი პოეტებად არა, მაგრამ გმირებად ნამდვილად მიაჩნიათ და არც ის იქნება გასაკვირი, თუ მომავალში სადღაც, ვიღაც მათ ძეგლებსაც დაუდგამს“.
 
 
ირაკლი ჩარკვიანის რომანი მშვიდი ცურვა  გამომცემლობა ინტელექტმა 2014 წელს გამოსცა.