arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ინ • ტელე • ქტი
ვახტანგ ჯავახაძე – ელეგია და სხვა
ვახტანგ ჯავახაძე – ელეგია და სხვა
დღევანდელი რუბრიკის ავტორია პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, რომელიც თავისი ახალი კრებულის – ელეგია და სხვა –  შესახებ ლაპარაკობს. 
 
„იმდენი წიგნი მაქვს გამოცემული, რომ ახალი წიგნით გამოწვეულ აღტაცებას, თითქოს, არ უნდა გამოვხატავდე. მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის განსაკუთრებულია. ეს არის ჩემი ტკივილიანი წიგნი, რომელსაც მე, როგორც ჩანს, განსხვავებული განწყობილებით ვწერდი.
 
თავიდან მე ამ ნაწარმოებს დავარქვი ელეგია I. მეგონა, რომ რამდენიმე ლექსს დაწერდი ელეგიის სახით. აი, ეს პირველი ელეგია გამიგრძელდა ძალიან დიდხანს, თითქმის მთელი წელიწადი და იმდენად დიდი გამოვიდა, რომ იმედი არ მქონდა, რომ ამას მკითხველი წაიკითხავდა სიხანგრძლივის გამო. 
 
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მოხდა პირიქით – საკმაოდ დიდი ყურადღება გამოიწვია ამ ხანგრძლივმა ლექსმა“. 
 
ვახტანგ ჯავახაძის ახალი კრებული ელეგია და სხვა გამომცემლობა  ინტელექტმა  2016 წელს გამოსცა. 
წიგნში შესულია ვახტანგ ჯავახაძის მიერ 2012-2016 წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში და მკითხველის ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა.
 
მაგრამ ამ მხრივ, არა მხოლოდ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის უპრეცედენტო აღმოჩნდა „ელეგია: ყელსაბამი“, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია მითი, რომ პოეზიას არ კითხულობენ. ივლისის თქვეში (მაშინ, როცა ყველა ისვენებს ან შვებულებისთვის ემზადება) გამოქვეყნებულმა ლექსმა ერთბაშად დაიპყრო სოციალური ქსელი და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.
 
ამ წიგნში კარგად ჩანს ვახტანგ ჯავახაძის პოეტური პროფილი, რომელიც მუდამ თანამედროვეა, ახალი ფორმებისა და სათქმელის მაძიებელი, სიყალბისა და უძრაობის უარმყოფელი.
 
წიგნის რედაქტორია ზვიად კვარაცხელია, დამკაბადონებელი –  ვიოლა ტუღუში, გარეკანის დიზაინერი –  თეონა ჭანიშვილი.