arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ბექა ქურხული
ბექა ქურხული
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო). 
 
პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. 
 
1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ინგუშეთიდან, აზერბაიჯანიდან და პანკისის ხეობიდან.
 
გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015), სკანდარა და სხვა მოთხრობები (2017), თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი (2020).
 
ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები  ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში. ხოლო სკანდარა და სხვა მოთხრობები პრემია ლიტერას 2018 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში.
 
2019 წელს გადაეცა საგურამოს პრემია (ნომინაცია „ქართული პროზა“).
 
2022 წელს თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი-სთვის გადაეცა პრემია „თავისუფალი ლიტერა“ საუკეთესო რომანის ნომინაციაში.
ავტორის წიგნები
ვრცლად