arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ლადო კილასონია
ლადო კილასონია

დაიბადა 1985 წელს. 2006 წელს სწავლობდა სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, რაგბის კლუბ Sharks-ის სარაგბო აკადემიაში. 2007 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიის ისტორიის განხრით. ამჟამად არის საქართველოს 19 და 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს რაგბის განვითარების ჯგუფის წევრი და ეროვნული აკადემიის მწვრთნელი. ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 2005 წელს როგორც მოთამაშე, 2011, 2013 და 2014 კი როგორც მწვრთნელი.  ამასთანავე წერდა სარაგბო სტატიებს სხვდასხვა სპორტული და არა მარტო სპორტული გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის. მიყავდა ცხელი შოკოლადის სარაგბო ბლოგი.

 

არის 7 წიგნის ავტორი: ღობე; უსიზმრონი; როცა უკვე დაგაგვიანდა; აბლაბუდას ზღაპარი; დაე, ვერ მპოვოს ურჯულომ; ფანტომასის კვალდაკვალ, ანუ ჩემო კარგო ქვეყანავ რაზედ მოგიწყენია და ბრონქსური ამბავი ოქროსუბნურად, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა.

 

მისი ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში და თარგმნილია რუსულ, პოლონურ და ლიტვურ ენაზე.

 

მისი წიგნები რამდენჯერმე მოხვდა ლიტერატურულ კონკურს საბა-ს ფინალში. არის ერთი მოთხრობის, ლიტბუნიობის, გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსების ლაურიატი და ჟურნალ ჩვენი მწერლობის ლიტერატურული პრემიის – წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოების მფლობელი.

ავტორის წიგნები
ვრცლად