arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნინო თარხნიშვილი
ნინო თარხნიშვილი

დაიბადა 1979 წელს.  2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 15 წელზე მეტია აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწევა და პარალელურად პროზაულ ნაწარმოებებს წერს. შვიდი წელია, რაც ის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს რეპორტიორია.

 

პირველი პროზაული, მინიატურების კრებული ქალთარაფერა 2006 წელს გამოსცა. 2010 წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობების კრებული სათაური 37-ე გვერდზე. ორივე წიგნი ლიტერატურულ პრემია საბას ნომინანტი იყო. ის არაერთი ჟურნალისტური თუ ლიტერატურული პრიზის მფლობელია. მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა წლის
საუკეთესო მოთხრობების კრებულში. 2014 წელს მისი მოთხრობა ითარგმნა გერმანულ ენაზე ფრანკფურტში.


2015 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა ნინო თარხნიშვილის პროზაული კრებული ნინო’s NOTES.

 

ლიტერატურული პრიზები: გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი, პირველი პრემია; საუკეთესო მინიატურა, 2011; ლიტერატურული კონკურსის Lib.ge, გამარჯვებული, 2008; ლიტერატურული პრემია წერო, მესამე პრემია, 2008 და პენ-მარათონი 2007, ფინალისტი.