arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
თამარ გეგეშიძე
თამარ გეგეშიძე
დაიბადა 1986 წელს, ქალაქ ბათუმში. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 2010 წელს მიიღო  მაგისტრის, ხოლო 2014 წელს – ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.
 
წლების განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად, ამუშავებდა და ქმნიდა საავტორო საბავშვო ტექსტებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავი მასწავლებლის პროფესიაში იპოვა. სწორედ ეს პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ.
 
მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით „სული-ჩიტი“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. მეორე წიგნი – „საშლელები“ „ინტელექტმა“ 2019 წლის ბოლოს გამოსცა. ორივე წიგნი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზე გვიყვება. „საშლელები“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2020 წლის ეროვნულ ბესტსელერად გამოაცხადა.
ავტორის წიგნები
ვრცლად