arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
მაია ოღრაპიშვილი
მაია ოღრაპიშვილი

1999 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ქალაქ თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ქართული ენა, ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობა. იყო აკაკი გაწერელიასა და შოთა რუსთავეოლის სახელობის სახელობითი სტიპენდიანტი. ამავე წელს ჩაირიცხა აღნიშნული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასპირანტურაში. დაამთავრა წარჩინებით. დაამუშავა თემა „პოეტური ლიცენცია და ნეოლოგიზმები გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში“.

 

2000 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის 83-ე საჯარო სკოლაში. ასწავლიდა ქართულს, როგორც მეორე ენას, მშობლიურ ენასა და ლიტერატურასა და ხელოვნებას. ამჟამად მუშაობს თბილისის 182-ე სკოლაში. აქვს სკოლაში მუშაობის 21წლიანი გამოცდილება. 2015 წლიდან დღემდე არის Microsoft-ის ინოვაციური და ექსპერტი მასწავლებელი. არის პროგრამ etwinnig-ის წევრი. არის USID-ის ლიდერი მაწავლებელი.

 

ეთერ მესტვირიშვილთან ერთად აქტიურადაა ჩაბმული განათლების სისტემის რეფორმაში. პედაგოგიურმა პრაქტიკამ თავისებური ასახვა ჰპოვა მათ მიერ შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებში. ავტორები კარგად იცნობენ მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად