arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
რუსუდან რუხაძე
რუსუდან რუხაძე

დაიბადა 1974 წელს. პროფესიით ჟურნალისტია და 1996 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა გაზეთთან და ჟურნალთან თანამშრომლობს. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2008 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

 

მხატვრული პროზის წერა 2013 წელს დაიწყო, მისი სადებიუტო მოთხრობა შობის წინა დილა ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნდა. 2013 წლის ბოლოს გამომცემლობა ინტელექტმა ლიტერატურულ გაზეთსა და ლიტერატურულ პალიტრაში გამოქვეყნებულ მოთხრობებს თავი მოუყარა და რუსუდან რუხაძის პირველი კრებული – ჩაისთან მოსაყოლი ამბები გამოსცა. კრებულში შედის მოთხრობა ადა და ევა, რომელიც იმავე წელს ლიტერატურული კონკურსის – წეროს მესამე ადგილის პრიზიორი გახდა და წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას რჩეულობა ერგო. მოგვიანებით ადა და ევა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ყოველწლიურ კრებულში – 15 საუკეთესო მოთხრობა შევიდა. ნათარგმნია თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

ჩაისთან მოსაყოლი ამბები ლიტერატურული პრემია საბას 2014 წლის ნომინანტია საუკეთესო დებიუტისთვის.

 

ერთი თქვენგანი გამცემს მწერლის მეორე კრებულია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა 2016 წელს გამოსცა და წიგნის საახალწლო ფესტივალზე გამომცემლობის ბესტსელერი გახდა. 2017 წელს კი რუსუდან რუხაძეს ამ წიგნისთვის ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა „საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში.