arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ექიმი ჟივაგო
ექიმი ჟივაგო
ISBN:
978-9994-093-24-3
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
624
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
15.00


რუსულიდან თარგმნა ნოდარ ნონიაშვილმა

 

ბოლშევიკური ტირანიის პირობებში ბორის პასტერნაკის ექიმი ჟივაგოს გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. „საბჭოეთის ქვეყნის“ ლიტერატურული კრიტიკა რომანს ცეცხლითა და მახვილით შეხვდა, დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა, რისთვისაც მის ავტორს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

 

მთავარი გმირის – ნიჭიერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს.