arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ნივთები, რომელიც არ გადამიყრია
ნივთები, რომელიც არ გადამიყრია
ISBN:
978-9941-31-366-0
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
192
ფორმატი:
14.5X20
ყდა:
რბილი
ფასი:
15.90


რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი ყოფის ნივთები და რა რჩება მათგან, როცა დიდი დალაგების დრო დგება? ზოგჯერ ეს ნივთები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას, ზოგჯერ კი პირიქით, ისტორია ამოაშუქებს მათ დავიწყების, გაქრობის შიშიდან.
 
პოლონელი ესეისტის, მხატვარ-დიზაინერის, მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ ამ ძნელ კითხვებს პასუხობს; ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის პუბლიცისტური თხრობის ქვეშრეებში სიკვდილ-სიცოცხლის მტკივნეული და საბედისწერო ნიუანსები მჟღავნდება, ძვირფასი ადამიანების პორტრეტების ფონზე კი წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი აწმყოს სურათი ივსება. მკაფიო „წინხედის“ მიღმა შთამბეჭდავად იშლება მთელი ეპოქის რეტროსპექტივა – ფაშიზმისა და საბჭოეთის სუსხიდან დღემდე, აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიებით, დანაშაულებებითა და უსამართლობით.
 
მარჩინ ვიხას რომანმა „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია” 2018 წელს მიიღო მთავარი პოლონური პრემია „ნიკე“ .
 
პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა

ავტორის წიგნები
ვრცლად