როგორც პირველ გამომცემლობას საქართველოში, გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და მეგობრული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ ინდივიდებზე მორგებული სამუშაო გარემო, სადაც ყველას შეეძლება თავი კომფორტულად და ღირებულად იგრძნოს.
ჩვენი გუნდი
„ინტელექტში“ მუშაობენ ადამიანები, ვისაც წიგნები უყვართ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი — მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ლიტერატურის, წიგნიერების გავრცელებაში და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში.
თანამშრომლობა და ზრდის შესაძლებლობა
გამომცემლობაში ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველდღიური კულტურის ნაწილია.
თითოეული ჩვენი თანამშრომელი განსაკუთრებულად ზრუნავს მკითხველსა და ავტორებზე.
გუნდი ერთობლივად ქმნის და აშენებს საერთო სტრატეგიას. ერთად გეგმავს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს. ჩვენ ერთმანეთის დახმარებით ვქმნით და ვაყალიბებთ საინტერესო, თავისუფალ, შემოქმედებით გარემოს, სადაც თითოეული დასაქმებულის უფლება დაცულია, სადაც თითოეული თანამშრომელი კმაყოფილი და ბედნიერია.
დასაქმდი გარემოში სადაც შენი სიტყვა მნიშვნელოვანია
თუ წიგნები გიყვარს და საგამომცემლო საქმიანობა გაინტერესებს — მაშინ ჩვენთან მუშაობა ძალიან მოგეწონება.
ჩვენ ვაფასებთ გამბედაობას, კრეატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებას.
ჩვენთან შეგიძ₾ია დაგეგმო და განახორციელო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები, მართო ღონისძიება ან ჩაერთო საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე მართლაც ბევრი გვაქვს, სახალისოც ნამდვილად ბევრია. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია განსაკუთრებით ზრუნავს განწყობის ამაღლებაზე და განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს გუნდის თითოეულ წევრს. შეგიძ₾ია დაიწყო სტაჟირებით და შემდეგ დასაქმდე სხვადასხვა მიმართულებით, გაყიდვებში, სტრატეგიულ კომუნიკაციებში, წიგნის მაღაზიაში, იზრუნო თანამშრომელთა მოტივაციაზე და დაგეგმო როგორც შიდა, ასევე სხვადასხვა გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
შეავსე მოკლე ფორმა ან გამოგვიგზავნე შენი CV და გვიამბე, რატომ გაინტერესებს გამომცემლობაში მუშაობა.
წარმატებას გისურვებთ!