arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
პოლკოვნიკს არავინ სწერს
პოლკოვნიკს არავინ სწერს
ISBN:
978-9941-454-22-6
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
78
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
9.90


ყიდვა

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

 

გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობამ პოლკოვნიკს არავინ სწერს 1961 წელს მთელი ლათინური ამერიკა აალაპარაკა.

 

ამ პატარა, მაგრამ უამრავი თემით, პრობლემით დამუხტულ წიგნში სულისშემხუთველი ატმოსფერო იქმნება, სადაც საკუთარი სიკვდილით გარდაცვალებაც კი დიდი იშვიათობა გამხდარა. აქ, ისევე როგორც სამყაროს უმრავლეს ადგილას, ფული ურთიერთობის მთავარი საზომია, ასეთ გარემოში კი აღარავინ ფიქრობს ძველ მეომრებზე, ერთგულ ჯარისკაცებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სახელმწიფო.

 

და აღარავინ სწერს მოხუც პოლკოვნიკს, რომელიც ღირსეულად ელოდება თავის წილ ჯილდოს და დაფასებას.

 

ასეთ დროს იქცევა საწოლის ფეხზე მიბმული მოჩხუბარი მამალი პოლკოვნიკის ალტერ-ეგოდ, წიგნის მთავარი პერსონაჟად და ადამიანის მუდმივ ოცნებად ღირსებასა და უძლეველობაზე.


 


ავტორის წიგნები
ვრცლად