arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
სახელმწიფო სახრჩობელასთან
სახელმწიფო სახრჩობელასთან
ISBN:
978-9941-446-58-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
78
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
4.40


ირაკლი კაკაბაძის ახალი პოეტური კრებული უაღრესად თანამედროვე იმიტომაც არის, რომ აქ ცხადად, ხელშესახებად იგრძნობა მკაცრი და აღელვებული კაცის გულისცემა. ფეთქვა გულისა, რომელიც, ავტორის თქმისა არ იყოს, ყველა ზღაპარში აქვთ დევებს. დღეს კი ქვად ქცეულა, განცდებისა და შეგრძნებებისგან დაცარიელებულა.

 

სახელმწიფო სახრჩობელაზე გასვლა სისტემასთან, გაბატონებული და თავსმოხვეული ცხოვრების წესთან შეურიგებლობას გულისხმობს. ამ გზაზე გასულს გზადაგზა აუცილებლად მწარე და გულწრფელი სიტყვები დაგცდება, ვთქვათ, ასეთი: „იძინე მშვიდად, მხედრიონის მშობელო ერო...“, ან: „ცარიელი და განძარცვული, მაგრამ დუმილით სავსე, ცივი დუმილით სავსე“, ან კიდევ: „სად გიპოვო, რაში ხარ მეტად არეკლილი, ჩემო სამშობლოვ? პეიზაჟებში, სიმღერებში თუ ადამიანებში?..“



 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად