arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შიზოგადოება
შიზოგადოება
ISBN:
978-9941-458-11-8
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
96
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
9.00


ყიდვა

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე – მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე.
 

ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.

 

პაატა შამუგიას შიზოგადოება ლიტერატურული პრემია საბას 2015 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული.
 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად