arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ხაზართა ზღვის ნაპირებზე
ხაზართა ზღვის ნაპირებზე
ISBN:
978-9941-458-57-6
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
168
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


თარგმნა ქეთევან ყანჩაშვილმა

 

იასმინა მიხაილოვიჩი – მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი, სამოგზაურო პროზის რამდენიმე წიგნის, ნარკვევებისა და რომანის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მილორად პავიჩის პროზის კვლევა სხეულისა და სულის არაკი (1992); ორი ამბავი კოტორზე (მ. პავიჩის თანაავტორობით, 1998); კერძო კოლექცია (2000, ოთხჯერ გამოიცა); ერთი სიყვარულის ორი ამბავი (მ. პავიჩის თანაავტორობით, 2004); მოგზაურის ალბომი (2006); და რომანი პარიზული კოცნა (2007).

 

მკითხველს უჩვეულო ავტობიოგრაფია ელის. ეგზოტიკურ აზერბაიჯანში მოგზაურობისა და კერძო-საჯარო მოგონებების აღწერის ფონზე ავტორი გვიამბობს ორი სერბი მწერლის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა.

 

იასმინა მიხაილოვიჩის ხაზართა ზღვის ნაპირებზე – დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს.

 

ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
 


ავტორის წიგნები
ვრცლად