arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ფრანგული შანსონი
ფრანგული შანსონი
ISBN:
978-9941-458-72-9
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
144
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
6.30


ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

ომისშემდგომ პარიზში ფრანგული სიმღერა ახალ ფრთებს ისხამს: დგება ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებელთა ხანა. ხალხი აწყდება სენის მარცხენა სანაპიროს კაბარეებს, სადაც შანსონიეები გამომწვევ და „მიუღებელ“ სიმღერებს ასრულებენ. ეს მომღერლები, უპირველეს ყოვლისა, პოეტები არიან, უპირატესობას ანიჭებენ ტექსტს და ზღვარს შლიან პოეზიასა და სიმღერას შორის. სწორედ ამ დროს ვხედავთ ჟორჟ ბრასენსის ნიჭის სრულ გამოვლინებას, ლეო ფერეს ლირიკული ექსპრესიის მწვერვალს, ჟაკ ბრელის ხელოვნების „კრეშენდოს“, სერჟ გენსბურის ექსტრავაგანტური ფენომენის დაბადებას და ბორის ვიანის შემოქმედების აპოგეას. მათ შექმნეს ფრანგული სასიმღერო ტექსტის ახალი ერა. ისინი დღემდე შთააგონებენ თაობებს.

 

წინამდებარე წიგნი ამ ავტორთა შანსონების თარგმანების კრებულია.