arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
იუნკერ ერისთავის ბუცები
იუნკერ ერისთავის ბუცები
ISBN:
978-9941-458-78-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
140
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
8.50


ყიდვა

ზაალ სამადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებს და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო. ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი – ის არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს, ადვილად პოულობს თანაგანმცდელს მკითხველის სახით.

და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ნოველებს სულ სხვა ენერგიით მუხტავს – ესაა ფიქრი გმირობაზე, რაინდობაზე, შესაბამისად – თავისუფლებასა და სიყვარულზე; ამ ფიქრით ან უამფიქრობითაა აღბეჭდილი ამ ნოველების პერსონაჟთა ბედისწერა, როგორც კიდევ ერთხელ შეხსენება კაცთა მოდგმისათვის რაინდული რომანტიზმისა...

კრებულისათვის ავტორს 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“).

 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად