arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სასიცოცხლო სივრცე
სასიცოცხლო სივრცე
ISBN:
978-9941-466-47-2
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
324
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
მაგარი
ფასი:
25.00


ყიდვა

სასიცოცხლო სივრცე აერთიანებს სხვადასხვა დროს პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილ საუბრებს თამაზ ჭილაძესთსან. არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის არც ერთი გარდამტეხი მოვლენა, რომლის შესახებაც ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს თავისი აზრი არ გამოეთქვას და შეეფასებინოს. ეს პირუთვნელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის აწმყოსთან მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უღვიძებს მკითხველსაც.

 

დიალოგებში არის ფიქრიც, ეჭვიც, ძიებაც, განსჯაც და ანალიზიც. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, მწერლის ყურადღების ობიექტად რჩება კულტურა, სახელოვნებო სივრცე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

 

ინტელექტმა გამოსცა თამაზ ჭილაძის ექვსი წიგნი: 100 ლექსი (2010 წ.), ოწინარი (სერიით „ჩანაწერები“, 2012 წ.), უკვდავების ათინათი (სერიით „ინტელექტი სკოლას“, 2014 წ.), ჩემი თეატრი (2014 წ.), დრო და არითმეტიკა (2016 წ.) და სასიცოცხლო სივრცე (2016 წ.)

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად