arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ქელეხი ქარში
ქელეხი ქარში
ISBN:
978-9941-466-49-6
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
72
ფორმატი:
12.5X17
ყდა:
რბილი
ფასი:
6.00


ყიდვა
ძალზე ნაცნობი ტოპოსი – ქუთაისი; ავტონომიური ლოკალი – რესტორანი; დრო – 1988 წლის 13 აპრილი. დიმიტრი კ...ძე, იგივე ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს.
 
ავტორს სარისკო გზა აქვს არჩეული. შემთხვევითი, იშვიათი ფაქტი უნდა აქციოს მხატვრული ინტერესის საგნად. ეს იოლი ამოცანა არ არის, რადგან საქმე გვაქვს არა ანეკდოტთან, არამედ თხრობასთან, რომელშიც მონაწილეობს კონკრეტული ხასიათებისა და სახეების წყება. თანამედროვე ქართული მარაზმი ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაში
 
ახალი თემა არ არის. რომანი ყურთბალიში ამ თემის მხატვრული ანალიზია. იგივე შეიძლება ითქვას ლეას საათზე. კომედია-აბსურდი-ტრაგედია – ის თვალშისაცემი ნიშნებია, რაც ირაკლი სამსონაძის პროზასა და დრამატურგიას ანათესავებს ერთმანეთთან.
 
ქელეხი ქარშიც ამ პრინციპით არის შესრულებული. ამ თვალთახედვით იკითხება მთავარი აზრი. რამდენადაც მკვეთრია აბსურდის ეფექტი, იმდენად მდგრადია თხრობის სტილი, რომელშიც შერწყმულია პროზაული, დრამატურგიული და კინემატოგრაფიული დეტალები, ამასთან ერთად, მართალი, ბუნებრივი დიალოგები და ზუსტი რემარკები, ჩამოქნილი, პლასტიკური ხასიათები, ცოცხალი სიტუაციური გარემო და ზომიერი ფსიქოლოგიზმი.
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად