ზაალ ჯალაღონია

ზაალ ჯალაღონია ქართველი პოეტი და მწერალი დაიბადა 1981 წლის 24 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში. არის ორი პოეტური კრებულის ავტორი (მათ შორის – „დაბადებული ემბრიონები“). გამოცემული აქვს ლიტერატურული ნაშრომი ოთარ ჭილაძის „გოდორთან“ დაკავშირებით. თარგმნილი აქვს ინგლისური პოეზიის არაერთი წარმომადგენლის ლექსი.

კირცხში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, სადაც სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, უახლესი ლიტერატურის ფაკულტეტზე.

მისი მშობლიური მეგრულისა და ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

2018 წლიდან ზაალ ჯალაღონია ცხოვრობს პარიზში, საფრანგეთში.

მთავარი » ზაალ ჯალაღონია