როგორ დავრეგისტრირდე? / როგორ გავიარო ავტორიზაცია?
საიტზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია! დააჭირეთ ღილაკს “რეგისტრაცია”, შეავსეთ მითითებული ველები და თქვენ უკვე ჩვენიანი ხართ!
დამავიწყდა პაროლი, როგორ მოვიქცე?
თუ პაროლი დაგავიწყდა, ავტორიზაციის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“, შემდეგ კი შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც რეგისტრირებული იყავით საიტზე.
პაროლის აღსადგენი ბმული გამოგეგზავნებათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გადახვალთ გამოგზავნილ ბმულზე და შეიყვანთ ახალ პაროლს.
საფოსტო ინდექსის მითითება აუცილებელია?
დიახ, საფოსტო ინდექსის მითითება აუცილებელია.
შეგიძლიათ თქვენი საფოსტო ინდექსები იპოვეთ შემდეგ ბმულზე
საფოსტო ინდექსები: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, საქართველოს სხვა ქალაქების და დასახლებული პუნქტების
გადახდის რა მეთოდებს იყენებთ?
შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ გადაიხადოთ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის Visa, MasterCard ბარათით
ან ისარგებლოთ საბანკო გადარიცხვით. საბანკო გადარიცხვის არჩევის შემთხვევაში თანხა უნდა გადმორიცხოთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე. გთხოვთ, გადარიცხვის დროს მოუთითოთ თქვენი შეკვეთის ნომერი. თქვენი შეკვეთა არ მიიღება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა ჩვენს ანგარიშზე.
რა ღირს წიგნის ადგილზე მიტანა?
50 ლარის და მეტი ღირებულების შენაძენზე წიგნების მიწოდება სრულიად უფასოა.
სხვა შემთხვევაში კი: თბილისი – 5 ლარი
რეგიონები – 8 ლარი
როდის მომაწვდით შეკვეთას?
თბილისის მასშტაბით, წიგნებს 3 სამუშაო დღეში მიიღებთ.
ხოლო რეგიონებში-5-7 სამუშაო დღე სჭირდება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს მიწოდების სერვისით.
აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, შეკვეთა, რომელიც განხორციელდება დღის პირველ საათამდე, შეკვეთა მიღებული იქნება იმავე დღეს, ხოლო 13:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთა ჩაბარდება მომდევნო სამუშაო დღეს.
გასათვალისწინებელია სადღესასწაულო აქციების პერიოდი.
მაგალითად, საახალწლოდ 29 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შეკვეთები ჩაბარდება 31 დეკემბერს, ხოლო 30 და 31 დეკემბერს განხორციელებული შესყიდვები ჩაბარდება 8-9 იანვარს თბილისში, ხოლო რეგიონებში – 12 იანვრის ჩათვლით.
როგორ შევხვდეთ თქვენს ავტორს?
თუ სკოლის, ან უნივერსიტეტის წარმომადგენელი ხართ, და ჩვენი ავტორის, ან გამომცემლობის წარმომადგენლის მიწვევა გსურთ თქვენს ორგანიზაციაში, გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით მოიწეროთ წერილი შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: Communications@intelekti.ge
ვის მივმართოთ ტექნიკური ხარვეზის დროს?
ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: contact@intelekti.ge აღწერეთ რა სახის პრობლემაა და გამოგვიგზავნეთ ეკრანის სურათები, ე.წ. Screenshots, ჩვენი გუნდი მალევე დაგეხმარებათ პრობლემის მოგვერებაში.
ვის მივმართოთ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით?
წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი,
გამოაგზავნოთ თქვენი ტექსტის მოკლე აღწერა, ე.წ. სინოფსისი და სრული ტექსტი. გამომცემლობა “ინტელექტის” გუნდი განიხილავს თქვენს ნაწარმოებს და უახლოესი 4 კვირის განმავლობაში გიპასუხებთ წერილობით, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.