დავიდ ტოსკანა

დავიდ ტოსკანა – მექსიკელი მწერალი, დაიბადა მონტერეიში 1961 წელს. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი რომანი. მისი შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს ჩვიდმეტ ენაზე. დაჯილდოებულია ნუევო ლეონის ავტონომიური
უნივერსიტეტის ხელოვნების პრემიით. 2002 წელს რომანი „ცირკის წმინდა მარიამი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. 2005 წელს მისი რომანი „უკანასკნელი მკითხველი“ დაჯილდოვდა ანტონენ არტოს, კოლიმას ნატიფი ხელოვნებისა და ხოსე ფუენტეს მარეს პრემიებით. 2008 წელს დაჯილდოვდა ხოსე მარია არგედას სახელობის პრემიით რომანისთვის „გასხივოსნებული ლაშქარი“. 2017 წელს მიენიჭა ხავიერ ვილაურუტიას პრემია რომანისთვის „ოლეგაროი“. 2023 წელს გაიმარჯვა მარიო ვარგას ლიოსას სახელობის ბიენალეზე, დაჯილდოებულია მარიო ვარგას ლიოსას ბიენალეს ლიტერატურული პრემიით რომანისთვის „დედამიწაზე ცხოვრების სიმძიმე“. პერუელი ნობელის ლაურეატი წერდა, რომ ის „არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ტექსტი, რომელიც ბოლო წლებში გამოქვეყნდა“ და მას „ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი უწოდა“. 2025 წელს იუკატანის ავტონომიურმა უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ხოსე ემილიო პაჩეკოს ბრწყინვალების პრემიით. 2026 წელს მიენიჭა ალფაგუარას პრესტიჟული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „ბრმა ლაშქარი“.

მთავარი » დავიდ ტოსკანა

აჩვენებს %d შედეგს