ელის მანრო
კანადელი, ინგლისურენოვანი მწერალი. 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მანროს ნაშრომებმა რევოლუცია მოახდინა მოთხრობების არქიტექტურაში, განსაკუთრებით მისი წინსვლისა და უკუსვლის ტენდენციით.[21][22] მანროს მხატვრული ლიტერატურა ყველაზე ხშირად მის მშობლიურ ჰარონ ქანთიში ვითარდება, რომელიც ონტარიოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს.[23] მისი მოთხრობები იკვლევს ადამიანურ სირთულეებს და ამ ყველაფერს ასახავს გაურთულებელი პროზაული სტილით.[24] მწერლობაზე დაყრდნობით, მანრო მიიჩნევა „ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე მწერლად“. სინტია ოზიკმა ელის მანრო აღწერა, როგორც „ჩვენი ჩეხოვი“.[25] მანრო არის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მიმღები, მათ შორისაა 2013 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში მისი ნამუშევრებისთვის, როგორც “თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატის”. ის მენ ბუქერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი გახდა 2009 წელს. კანადის გენერალ გუბერნატორის ჯილდოს გამარჯვებული 1968, 1978 და 1986 წლებში.
აჩვენებს %d შედეგს
