ელის უოკერი

ელის მალსენიორ ტალულაჰ-კეიტ უოკერი დაიბადა 1944 წლის 9 თებერვალს, ჯორჯიის შტატ ეატონტონში. უოკერი რვა და-ძმას შორის ყველაზე უმცროსია. მშობლები: დედა-შინამოსამსახურე მინინი ლუ-ტალულა გრენტ უოკერი, ხოლო მამა მოიჯარე უილი ლი-უოკერია. ელის ოთხი წლის ასაკში ჩაირიცხა სკოლა East Putnam Consolidated-ში.

მან 8 წლის ასაკში თვალთახედვა დაკარგა: მისმა ერთ-ერთმა ძმამ ცივი იარაღით მარჯვენა თვალი დაუზიანა, ოჯახის უსახსრობის გამო დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო, რის გამოც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შემდეგ მომავალი მწერალი კითხვითა და ესეების წერით დაკავდა. ცხოვრების ეს მონაკვეთი მას აღწერილი აქვს ესეში „სილამაზე: როდესაც სხვა მოცეკვავე თავად ხარ“.

უოკერმა განათლება მიიღო ისტ პუტნამის ფერადკანიანთა სკოლაში ხოლო 1961 წელს დაამთავრა ბატლერ-ბეიკერის საშუალო სკოლა. 17 წლის ასაკში უოკერმა მიიღო სტიპენდია ატლანტაში- სპელმანის ფერადკანიან ქალთა კოლეჯში, სადაც იგი დაინტერესდა რუსული ლიტერატურით და სამოქალაქო უფლებებით. 1963 წელს მას შესთავაზეს სარა ლოურენსის კოლეჯის სტიპენდია და მას შემდეგ, რაც მისი აქტივისტი მენტორი ჰოვარდ ზინი გაათავისუფლეს სპელმანიდან, უოკერი გადავიდა სარა ლოურენსში. იქ მან შეისწავლა პოეზია მურიელ რუქისერთან ერთად (1913–1980), რომელიც დაეხმარა მას 1968 წელს ლექსების პირველი კრებულის “ერთხელ”- გამოცემაში. 1964 წელს იგი დაორსულდა, რამაც სუიციდისკენ და მძიმე დეპრესიისკენ უბიძგა. სწორედ ამ პერიოდში მან დაწერა თავისი პირველი მოთხრობა „სიკვდილით ჯოჯოხეთისკენ“ (To Hell with Dying). უოლკერი ასევე სწავლობდა აღმოსავლეთ აფრიკაში, გაცვლითი პროგრამის სტუდენტად 1966 წლამდე.

სპელმანის კოლეჯში სწავლის დროს, უოკერი გახდა პარიზის უნივერსიტეტის სტიპენდიატი, რაზეც მან უარი განაცხადა და მარტინ ლუთერ კინგთან შეხვედრის შემდეგ შეუერთდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობას.

მთავარი » ელის უოკერი