თეა გვასალია

თეა გვასალია დაიბადა 1967 წლის 16 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, მისი ასპირანტურა და სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები ესპანური ენის სპეციალობით, სხვადასხვა წლებში სწავლობდა მადრიდისა და ნავარის უნივერსიტეტებში. 1995-2005 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის, გადაცემა „ამბობენ“-ის ავტორი და წამყვანი. არის ესპანური ენის ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი:

„ესპანური ენის გრამატიკა“

ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი“

„ქართულ-ესპანური სასაუბრო“

„ესპანურ- ქართული ანდაზები, ფრაზები, ჟარგონი“

ნათარგმნი აქვს გაბრიელ გარსია მარკესის შემდეგი ნაწარმოებები:

„გულუბრყვილო ერენდირასა და მისი ულმობელი ბებიის სევდიანი და დაუჯერებელი ამბავი“

„პოლკოვნიკს არავინ სწერს“

„სიყვარული ჟამიანობის დროს“

„თორმეტი მოხეტიალე მოთხრობა“

„სიყვარულსა და სხვა დემონებზე“

„საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი“

„ფოთოლცვენა“

„გენერალი თავის ლაბირინთში“

„დამჯდარი კაცის წინააღმდეგ მიმართული სიყვარულის დიატრიბა“

„ერთი ტყვეობის ამბავი“

„ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი“

 მიგელ ოტერო სილვას რომანი „როცა მეტირება არ ვტირი“

არის ავტორი წიგნის „ის, რაც ეთერში არ მითქვამს“.

ჰყავს სამი შვილი.

მთავარი » თეა გვასალია