თეა ხასაია

თეა ხასაია დაიბადა 1975 წლის 26 დეკემბერს. ქ.ზუგდიდში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. სკოლის წლებში რამდენჯერმე დაიბეჭდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. სკოლა დაამთავრა 1992 წელს.იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმში ჯავახიშვილის ფილიალში,ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მალევე დაიწყო ომი და სწავლა გააგრძელა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. სტუდენტი გოგონა აქტიურად და უშიშრად იღებდა მონაწილეობას ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჯერ,კიდევ ნორჩ ფაქიზ სულს წარუშლელი დაღი დაასვა და გაახევა ზვიად გამსახურდიას დაღუპვამ და ეროვნული მოძრაობის კრახმა.ლექსების წერა რატომღაც 20 წლით შეწყვიტა. ჰყავს 29 წლის ქალიშვილი მეგი, 9 წლის შვილიშვილი ნიკოლოზი.

მუზები მას მთელი სიმძლავრით დაუბრუნდნენ ემიგრაციაში ყოფნისას, სადაც განსაცდელებთან პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილს ხსნად მოევლინა შინაგანი ხმა და სიტყვები, რომლებიც ლექსებად იქცეოდნენ.
ამჟამად, ცხოვრობს საქართველოში. მისი ლექსები დაიბეჭდა ,,ლიტერატურულ საქართველოში “, „ლიტერატურულ მესხეთში“, „ლიტერატურულ ხორნაბუჯში”, ალმანახი „პირველი სხივი“, ჟურნალებში:  ,„განთიადი“ და ,„აფინაჟი“ და ა.შ.
2023 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური სადებიუტო კრებული ,„წუთისოფლის არალეგალი “.

მთავარი » თეა ხასაია