თეიმურაზ დოიაშვილი

თეიმურაზ დოიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი; ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი (1995), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის
წევრი (2002); შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი, „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ დამაარსებელი და
ხელმძღვანელი.

დაიბადა 1948 წლის 29 დეკემბერს თბილისში. 1970 წელს დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს იყო ალმანახ „კრიტიკის“, ჟურნალების – „ქართული მწერლობა“,
„ცისკარი“, „ლაშარი“ მთავარი რედაქტორი. მისი დაარსებულია პერიოდული სამეცნიერო-
ლიტერატურული გამოცემები: „სჯანი“ და „გალაკტიონოლოგია“, რომელსაც ამჟამადაც
ხელმძღვანელობს.

ავტორია წიგნებისა: „ლექსის ევფონია“ (1981); „ლიტერატურულ-კრიტიკული
წერილები“ (1982); „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1989); „ვერსიფიკაციული პორტრეტები“ (1999);
„დაბრუნება“ (2003); „ორნი ერთ ნავში“ (2006); „მოტირალ-მოცინარი“ (2013); „ვკითხულობთ
კლასიკას“ (2014, ლევან ბრეგაძის თანაავტორობით); „გალაკტიონი უცენზუროდ“ (2022,
ნათია სიხარულიძის თანაავტორობით); „ვარდი ნაწვიმარ სილაში“ (2023); „სულის კვეთება“
(2024) და სხვ.
მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: საქართველოს მწერალთა კავშირის
პრემია კრიტიკაში (1983), ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), „საბა“ (2004, 2023), მიხეილ
ჯავახიშვილის სახელობის პრემია (2005), „საგურამო“ (2009) და გრიგოლ კიკნაძის
სამეცნიერო პრემია ლიტერატურათმცოდნეობაში (2010).

მთავარი » თეიმურაზ დოიაშვილი