შეჰან კარუნატილაკა

შეჰან კარუნატილაკა 1975 წელს, შრი-ლანკის ქალაქ გალეში დაიბადა და კოლომბოში გაიზარდა, განათლება ახალ ზელანდიაში მიიღო და სანამ საცხოვრებლად შრი-ლანკაში დაბრუნდებოდა, ევროპის სხვადასხვა ქალაქში მუშაობდა, მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ჟურნალებში: Rolling Stone, GQ და National Geographic. იგი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ავტორია, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე 2011 წელს გამოჩნდა სადებიუტო რომანით „ჩინელი“, ამ წიგნით ავტორი სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა, მათ შორის – Commonwealth Book Prize, DSL Prize და Gratiaen Prize. კარუნატილაკას მეორე წიგნს – „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ – 2022 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა. როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ნილ მაკგრეგორმა აღნიშნა, ეს წიგნი მეტაფიზიკური თრილერია, რომელიც შლის საზღვრებს არა მხოლოდ ჟანრებს შორის, არამედ სიცოცხლესა და სიკვდილს, სხეულსა და სულს, აღმოსავლეთსადა დასავლეთ შორისაც კი.

მთავარი » შეჰან კარუნატილაკა