ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და მეგობრული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
აუცილებელია ინდივიდებზე მორგებული სამუშაო გარემო, სადაც ყველას შეეძლება თავი კომფორტულად და ღირებულად იგრძნოს.
ჩვენი გუნდი
„ინტელექტში“ მუშაობენ ადამიანები, ვისაც წიგნები უყვარს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი – მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ლიტერატურის, წიგნიერების გავრცელებაში და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში.
თანამშრომლობა და ზრდის შესაძლებლობა
გამომცემლობაში ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველდღიური კულტურის ნაწილია.
თითოეული ჩვენი თანამშრომელი განსაკუთრებულად ზრუნავს მკითხველსა და ავტორებზე.
გუნდი ერთობლივად ქმნის და აშენებს საერთო სტრატეგიას. ერთად გეგმავს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს. ჩვენ ერთმანეთის დახმარებით ვქმნით და ვაყალიბებთ საინტერესო, თავისუფალ, შემოქმედებით გარემოს, სადაც თითოეული დასაქმებულის უფლება დაცულია, სადაც თითოეული თანამშრომელი კმაყოფილი და ბედნიერია.
დასაქმდი გარემოში, სადაც შენი მოსაზრება მნიშვნელოვანია
თუ წიგნები გიყვარს და საგამომცემლო საქმიანობა გაინტერესებს, მაშინ ჩვენთან მუშაობა ძალიან მოგეწონება.
ჩვენ ვაფასებთ გამბედაობას, კრეატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებას.
ჩვენთან შეგიძლია დაგეგმო და განახორციელო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები, მართო ღონისძიება ან ჩაერთო საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე მართლაც ბევრი გვაქვს, ყველაფერს ხალისით ვაკეთებთ, გამომცემლობის თითოეული თანამშრომელი ზრუნავს ერთმანეთის განწყობის ამაღლებაზე და განსაკუთრებულ მოტივაციას ვაძლევთ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში. შეგიძლია დაიწყო სტაჟირებით და შემდეგ დასაქმდე სხვადასხვა მიმართულებით – გაყიდვების დეპარტამენტში, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში, წიგნის მაღაზიაში, იზრუნო თანამშრომელთა მოტივაციაზე და დაგეგმო როგორც შიდა, ასევე სხვადასხვა გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
შეავსე მოკლე ფორმა ან გამოგვიგზავნე შენი CV და გვიამბე, რატომ გინდა ჩვენს გამომცემლობაში მუშაობა.
წარმატებას გისურვებთ!