კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მონაცემების დამუშავება
სარჩევი
შესავალი და გამოყენების არეალი. 2
პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები. 3
მონაცემთა შეგროვება და დამუშავება. 3
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები. 4
მესამე პირებისთვის მონაცემების გადაცემა. 5
თანხმობის გამოთხოვის პროცედურა. 6
თანხმობის აღრიცხვა და შენახვა. 7
მონაცემთა უსაფრთხოების ზომები. 7
შესავალი და გამოყენების არეალი
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ როგორ ხდება მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და დაცვა. პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც იყენებს გამომცემლობის ვებგვერდს და სარგებლობს მის მიერ შეთავაზებული მომსახურებით.
პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების ვებგვერდებზე ან პლატფორმებზე, რომლებზეც შესაძლოა მომხმარებელი გადავიდეს გამომცემლობის ვებგვერდზე განთავსებული ბმულებით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა გაეცნოს მესამე პირების პოლიტიკას.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ სამართლებრივი საფუძვლებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის:
- ხელშეკრულების შესრულება – მონაცემები მუშავდება შეკვეთის მიღებისა და მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად;
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულება – მონაცემები მუშავდება საგადასახადო, ბუღალტრული ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
- მომხმარებლის თანხმობა – მონაცემები მუშავდება სარეკლამო/მარკეტინგული მიზნებისათვის მხოლოდ მომხმარებლის პირდაპირი თანხმობის საფუძველზე;
- გამომცემლობის ლეგიტიმური ინტერესი – მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მაგალითად, საიტის ფუნქციონირების, უსაფრთხოების ან მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მიზანი და მასშტაბი
გამომცემლობა ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვისას გამომცემლობა მოქმედებს საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად და იცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას.
გამომცემლობა არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია;
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;
გამომცემლობას მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება მესამე მხარისთვის ხდება, მხოლოდ კანონით დაშვებული საფუძველის არსებობისას, მაგალითად მომხმარებლისთვის მომსახურების სრულყოფილად გაწევის მიზნით,
მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მისი სარეზერვო ასლი არ არსებობს;
პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კომპანია ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
კანონიერება და სამართლიანობა – მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, სუბიექტის ინდივიდუალური უფლებების დაცვით;
კონკრეტული მიზნით შეზღუდვა – მონაცემები მუშავდება, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის. გამომცემლობა არ ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ისეთ დამუშავებას, რომელიც თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელია. დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თანხმობით ან კანონით დადგენილი წესებით;
მონაცემთა მინიმიზაცია – შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მათი დამუშავება ხდება იმ მიზნის ადეკვატურად და პროპორციულად, რომლის მისაღწევადაც მუშავდება იგი. კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის და არ ამუშავებს არასაჭირო ან გადაჭარბებულ მონაცემებს;
მონაცემების სიზუსტე, განახლება – დაცული პერსონალური მონაცემები შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ზუსტი, სრული და საჭიროების შემთხვევაში განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.
მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვა – მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად
მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა – მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
მონაცემთა შეგროვება და დამუშავება
გამომცემლობა ამუშავებს შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:
- იდენტიფიკაციის მონაცემები: სახელი და გვარი;
- საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (email);
- მიწოდების ინფორმაცია: საცხოვრებელი მისამართი ან სასურველი მიწოდების მისამართი.
გამომცემლობა არ აგროვებს და არ ამუშავებს მომხმარებლის საბანკო/გადახდის მონაცემებს (მაგალითად, ბანკის ბარათის ნომერს). გადახდის პროცესისას ფინანსური ინფორმაცია შეყვანილია მხოლოდ შესაბამისი გადახდის სერვისის დაცულ პლატფორმაზე, ხოლო გამომცემლობა იღებს მხოლოდ ტრანზაქციის დადასტურების ინფორმაციას. შესაბამისად, გამომცემლობა არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს, რითაც უზრუნველყოფს მათი ფინანსური ინფორმაციის დამატებით დაცვას.
Cookie ფაილები
გამომცემლობამ შესაძლოა ავტომატურად შეაგროვოს გარკვეული ტექნიკური მონაცემები მომხმარებლის შესახებ საიტის მონახულებისას. აღნიშნული მონაცემები მოიცავს, მათ შორის, IP-მისამართს, ბრაუზერის ტიპს, Cookie ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციას და სხვა ტექნიკურ იდენტიფიკატორებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საიტის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ტრეფიკის ანალიზისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
Cookie ფაილების გამოყენება ემსახურება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და საიტის მუშაობის ანალიზს. მომხმარებელს შეუძლია გათიშოს Cookie ფაილები საკუთარი ბრაუზერის პარამეტრებიდან, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ შემთხვევაში საიტის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა შეზღუდულად ხელმისაწვდომი გახდეს.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები
მონაცემთა სუბიექტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ კომპანიის მომსახურეობით სარგებლობის პერიოდში აუცილებელია პერსონალური მონაცემების დამუშავება შემდეგი მიზნებისთვის:
- შეკვეთების დამუშავება და მიწოდება – გამომცემლობა ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შეკვეთების განთავსებისა და საქონლის დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად.
- მომსახურების გაწევა და კომუნიკაცია – პერსონალური მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით, მათ შორის შეკვეთის სტატუსის, მიწოდების დეტალებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები – გამომცემლობა ვალდებულია გარკვეულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემები შეინახოს და დაამუშაოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო, ბუღალტრული და სხვა სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების მიზნით.
- პირდაპირი მარკეტინგი (აქციები და პერსონალური შეთავაზებები) – მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი, გამოკვეთილი თანხმობის საფუძველზე, გამომცემლობა შესაძლოა გამოიყენოს მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები სარეკლამო შეტყობინებების გასაგზავნად. აღნიშნული შეტყობინებები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას აქციების, ფასდაკლებებისა და მომხმარებლისთვის პერსონალურად მორგებული შეთავაზებების შესახებ.
გამომცემლობა არ ახორციელებს სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას მომხმარებლის თანხმობის გარეშე და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის არჩევანის შესაძლებლობას ნებისმიერ დროს უარი თქვას ასეთი კომუნიკაციების მიღებაზე.
თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონმდებლობა ითხოვს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობას, აღნიშნულ თანხმობად ჩაითვლება ნებისმიერი ელექტრონული ან/და არაელექტრონული ფორმით გაკეთებული მონაცემთა სუბიექტის განაცხადი, რომლითაც მონაცემთა სუბიექტი ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას.
მესამე პირებისთვის მონაცემების გადაცემა
გამომცემლობა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გადასცემს მესამე პირებს მხოლოდ იმ მოცულობითა და იმ შემთხვევებში, რაც აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან კანონით არის გათვალისწინებული.
მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- საქონლის მიწოდების საკურიერო სერვისები: მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი და მისამართი გადაეცემა საკურიერო ან საფოსტო მომსახურების კომპანიას შეკვეთილი საქონლის ჩაბარებისთვის.
- გადახდის მომსახურებები: ონლაინ შეძენისას მომხმარებლის გადახდისთვის საჭირო მონაცემები გადაეცემა შესაბამის საგადახდო პლატფორმას ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად.
- კომუნიკაციის სერვისები: მარკეტინგული SMS-ის ან ელფოსტის დაგზავნის მიზნით შესაძლებელია შესაბამისი მომსახურების პროვაიდერის გამოყენება, რომელსაც მიეწოდება მხოლოდ ის საკონტაქტო მონაცემები, რაც აუცილებელია შეტყობინების გასაგზავნად (მაგალითად, სატელეფონო ნომერი ან ელფოსტა).
ნებისმიერ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით. გამომცემლობა არ გადასცემს და არ ავრცელებს მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებზე მათი მარკეტინგული მიზნებისთვის მომხმარებლის თანხმობის გარეშე და არ ახორციელებს მონაცემების გადაცემას სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც აუცილებელია მომსახურების უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს იტყვის იმ აუცილებელი მონაცემების გაზიარებაზე, რომელიც სერვისის გაწევისთვის არის საჭირო (მაგალითად, მიწოდების მისამართის გადაცემა კურიერზე), შესაძლოა გამომცემლობამ ვერ შეძლოს მომსახურების სრულყოფილად გაწევა.
მონაცემთა შენახვის ვადა
გამომცემლობა ინახავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რამდენიც აუცილებელია აღნიშნული მიზნების მისაღწევად ან კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით.
- მომსახურების გაწევის მიზნით შეგროვებული მონაცემები: შეკვეთისა და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ საჭიროა შეკვეთის შესრულება და შემდგომ გონივრული პერიოდის განმავლობაში შესაძლო პრეტენზიების ან დავების მოსაგვარებლად.
- ანგარიშის მონაცემები (რეგისტრირებული მომხმარებლის შემთხვევაში): თუ მომხმარებელი ქმნის ანგარიშს ვებგვერდზე, მისი პროფილის მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის მთელ პერიოდში. ანგარიშის წაშლის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები იშლება სისტემებიდან, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვაც კანონით არის სავალდებულო.
- პირდაპირი მარკეტინგის მონაცემები: მარკეტინგულ კომუნიკაციებზე თანხმობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს აღნიშნულ თანხმობას.
- კანონით დადგენილი შენახვის ვადა: გარკვეულ შემთხვევებში, გამომცემლობას მოეთხოვება პერსონალური მონაცემების უფრო ხანგრძლივი შენახვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო. მაგალითად, ფინანსური ოპერაციების ჩანაწერები და ბუღალტრული დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, საგადასახადო და სააღრიცხვო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მომხმარებლის უფლებები
გამომცემლობა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს შეეძლოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებების რეალიზება:
წვდომის უფლება – მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, მუშავდება თუ არა მისი მონაცემები და მიიღოს წვდომა ამ მონაცემებზე.
შესწორების უფლება – მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს არაზუსტი ან არასრული მონაცემების შესწორება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის დაცვით.
დამუშავებაზე უარის უფლება – მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას განსაზღვრული ტიპის მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
თანხმობის გამოთხოვის უფლება – მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს კონკრეტული მონაცემის დამუშავებაზე გაცემული თანხმობა, რაც არ ახდენს გავლენას გამოთხოვამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
თანხმობის გამოთხოვის პროცედურა
- მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- უარის დაფიქსირება შესაძლებელია პირადი პროფილიდან შესაბამისი ველის მონიშვნის/ამოშლის საშუალებით ან/და „NOSMS“-ის გაგზავნით გამომცემლობის მიერ გაგზავნილ სარეკლამო შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე.
- უარის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, გამომცემლობა ვალდებულია შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
თანხმობის აღრიცხვა და შენახვა
გამომცემლობა, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობისა და მისი გამოხმობის დრო და ფაქტი.
აღნიშნული ინფორმაცია ინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით, ხოლო მისი შეწყვეტიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემთა უსაფრთხოების ზომები
გამომცემლობა იღებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დასაცავად. კერძოდ:
- გამოიყენება დაშიფვრა და უსაფრთხოების თანამედროვე პროტოკოლები;
- პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის;
- სისტემები რეგულარულად მოწმდება შესაძლო რისკების გამოვლენისა და აღმოსაფხვრელად;
- ხდება მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის პერიოდული გადახედვა და განახლება.
ამასთან, გამომცემლობა აცნობიერებს, რომ ინტერნეტის ბუნებიდან გამომდინარე, აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია, თუმცა იღებს ყველა გონივრულ ზომას მონაცემთა დასაცავად.
დავების გადაწყვეტა
თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება უკანონოდ ან არღვევს მის უფლებებს, მას აქვს უფლება მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, რათა აღადგინოს დარღვეული უფლება.
მომხმარებელს ასევე შეუძლია მიმართოს გამომცემლობას არსებული საკონტაქტო არხებით, რათა საკითხი მოგვარდეს უშუალო კომუნიკაციით.
გარდამავალი დებულებები
მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს და განთავსებულია გამომცემლობის ვებგვერდზე.
პოლიტიკის რომელიმე დებულების ბათილობა არ აუქმებს დანარჩენი დებულებების მოქმედებას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა მომავალში განახლდეს ან შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობის, გამომცემლობის სერვისების ფუნქციების ან სხვა გარემოებების ცვლილების შესაბამისად. ყველა ცვლილება წინასწარ გამოქვეყნდება გამომცემლობის ვებგვერდზე. პოლიტიკის ახალი რედაქციის ამოქმედებისას დოკუმენტის ზედა ნაწილში განთავსდება განახლების თარიღი.
გამომცემლობა რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს პერიოდულად გადაამოწმონ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა მუდმივად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ ხდება მათი პირადი მონაცემების დაცვა.
პოლიტიკა ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, სანამ არ შეიცვლება ან არ განახლდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
გამომცემლობისთვის მომხმარებლის კონფიდენციალურობა უმნიშვნელოვანესია. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის, მოთხოვნის ან შენიშვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს გამომცემლობას შემდეგი არხებით:
- ელექტრონული ფოსტა: support@intelekti.ge
- ტელეფონი: . (+995 32) 2 25 05 22
- ფოსტა/მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N5, 0179 თბილისი, საქართველო