“ინტელექტი” მუდმივად უჭერს მხარს ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებს. ჩვენ არაერთი კამპანიის, ან ინიციატივის პარტნიორები გავმხდარვართ, როცა საქმე განათლების გავრცელებას და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ეხება.
გაწიგნიანებასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ “მკითხველთა ლიგასთან” და უკვე ბევრი ძნელად მისასვლელი სკოლების ბიბლიოთეკები დავაკომპლექტეთ.
ასევე ვთანამშრომლობთ წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან. ყოველწლიურად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ნომინანტებს შორის გვყავს რჩეული მასწავლებელი და ასევე, ათეულის სკოლას ვაკომპლექტებთ ბიბლიოთეკებით.

თუ საინტერესო იდეა გაქვს, მოგვწერე, განვიხილავთ და დაგიკავშირდებით.