როგორ ეხმარება “ჯიბის კაცუნა” ბავშვებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში

ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული: შექმენი საკუთარი თავგადასავალი!
ოდესმე გიოცნებია, რომ წიგნის გმირი გახდე და ამბის ბედი თავად გადაწყვიტო?
გაიცანით ჯიბის კაცუნა — პატარა, ცოცხალი თოჯინა, რომელიც ჩვეულებრივი ცხვირსახოცისგან შეიქმნა, მაგრამ არაჩვეულებრივი მისიით ცხოვრობს! ჯიბის კაცუნა სკოლის ბიბლიოთეკაში აღმოაჩენს წიგნს, რომლის ფურცლებზეც სურათები ქრება, ხოლო წარწერები თანდათან იშლება. ეს წიგნი მწვანე კუნძულის სამყაროა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგას!
ჯიბის კაცუნა სასწრაფოდ ეშვება წიგნის იდუმალ სამყაროში, რათა გადაარჩინოს კუნძული. მაგრამ მარტო ვერაფერს გახდება.
ეს არ არის მხოლოდ საკითხავი წიგნი. ეს არის შენი შანსი, გახდე ნამდვილი თანაავტორი.
ჯიბის კაცუნა, თავგადასავლებით სავსე გზაზე, მუდამ აწყდება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს შენს ფანტაზიასა და გამომგონებლობას.
- ჯიბის კაცუნა პირდაპირ შენ მოგმართავს და დახმარებას გთხოვს! თქვენ, ისევე როგორც მისი მეგობრები სკოლიდან, უნდა გამოიგონოთ ზღაპრები და მოთხრობები, რომლებიც კუნძულის პრობლემებს მოაგვარებს.
- წიგნში დატოვებულია ცარიელი ადგილები, სადაც შეგიძლია ჩაწერო შენი ზღაპრები და გახდე წიგნის ნაწილი.
- გაიზიარე პასუხისმგებლობა გმირებთან ერთად და ნახე, როგორ ცვლის შენი შემოქმედება წიგნის სამყაროს!
გსურს, ჯიბის კაცუნას ახალი თავგადასავლები აჩუქო?
წიგნის ბოლოს გელოდება თავისუფალი გვერდები, სადაც შეგიძლია მოიგონო და ჩაწერო ჯიბის კაცუნას სრულიად ახალი ამბები.
ეს წიგნი მოზარდებს საშუალებას აძლევს, მკითხველის სტატუსთან ერთად ავტორობაც მოირგონ და გააცნობიერონ, რომ ყველა დიდ ისტორიაში მთავარი როლი მკითხველს აქვს.
ჯიბის კაცუნა გელოდება! წიგნი უკვე იწყება… და მისი გაგრძელება შენს ხელშია!