ვებგვერდის წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „გამომცემლობა ინტელექტს“ შორის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „გამომცემლობა ინტელექტი“
ს/ნ 202959101
რეგისტრირებული მისამართი: ჩუბინაშვილის ქ. N50, თბილისი
ფაქტობრივი მისამართი: ლიზიკო ქავთარაძის 1
ელ.ფოსტა: support@intelekti.ge
ტელ.ნომერი: 0322 25 05 22
ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე მათ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ასახული იქნება ვებგვერდზე. ცვლილებები ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე, თუ სხვა ვადები არ არის მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ვებგვერდის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
წინამდებარე დოკუმენტით დაურეგულირებელი ნებისმიერი საკითხი განისაზღვრება და წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
ტერმინების განმარტება
- გამომცემლობა/კომპანია – შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, რომელიც ფლობს და მართავს წინამდებარე ვებგვერდს და უზრუნველყოფს საქონლის გაყიდვას.
- მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს კომპანიის ვებგვერდს და/ან ახორციელებს კომპანიისგან საქონლის დისტანციურად შეძენას.
- პროდუქტი/საქონელი – კომპანიის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით.
- დისტანციური ხელშეკრულება – ხელშეკრულება (წარმატებით განთავსებული შეკვეთა), რომელიც კომპანიასა და მომხმარებელს შორის ფორმდება კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით (სავაჭრო ობიექტის ფარგლებს გარეთ, ონლაინ რეჟიმში).
- ნაკლიანი ნივთი (დეფექტიანი პროდუქტი) – პროდუქტი, რომელიც მიწოდების შემდეგ აღმოჩნდება დაზიანებული, არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეკვეთილ სპეციფიკაციებს ან ვებგვერდზე მითითებულ აღწერას, ან აქვს ისეთი დეფექტი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ნივთი არ ითვლება ნაკლიანად, თუ გამოვლენილი ნაკლი უმნიშვნელოა და არ უშლის ხელს პროდუქტის შეუფერხებელ გამოყენებას.
- უმნიშვნელო ნაკლი – მცირე ხარვეზი, რომელიც არ ცვლის პროდუქტის მთლიანობას, კონსისტენციას, ფორმას, ფერს ან შინაარსს და არ უშლის ხელს პროდუქტის ჩვეულებრივ დანიშნულებით გამოყენებას.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმა – მომხმარებლის მიერ დისტანციური ხელშეკრულების გაუქმება, რის შედეგადაც მომხმარებელი აბრუნებს ნაყიდ პროდუქტს, ხოლო კომპანია მომხმარებელს უკან უბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას.
- ვებგვერდი/საიტი – კომპანიის ელექტრონული კომერციის ოფიციალური ვებგვერდი (ინტერნეტმისამართი: https://intelekti.ge/, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პროდუქციის ონლაინ გაყიდვა.
სარჩევი
საიტის გამოყენება და რეგისტრაცია. 4
სტუმრის რეჟიმით შეკვეთის განთავსება. 4
გადახდის სტატუსი და დადასტურება. 5
საკურიერო მომსახურების მიწოდების ვადები და საფასური. 6
საქონლის ჩაუბარებლობის შედეგები. 7
საქონლის დაბრუნების პირობები. 8
დეფექტიანი (ნაკლიანი) საქონლის დაბრუნება ან შეცვლა. 9
პირადი მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან. 10
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის გამონაკლისები. 11
ელექტრონული წიგნების სარგებლობის წესი. 12
აუდიომასალით სარგებლობის წესი. 12
საიტის გამოყენება და რეგისტრაცია
ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ვებგვერდის რეგისტრაციის ველში განთავსებულ ინსტრუქციას, მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და შესაბამისი ველის მონიშვნით განაცხადოს თანხმობა მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების (სურვილის შემთხვევაში) წესებზე;
ერთი ელ.ფოსტის მისამართით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ანგარიშის შექმნა;
მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
მომხამრებლებს შესაძლებლობა აქვს გაიარონ რეგისტრაცია და შექმნან ანგარიში Google-ს ან Facebook-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით უნდა დაეთანხმოს Google-სა და Facebook-ის მიერ მითითებულ წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
სტუმრის რეჟიმით შეკვეთის განთავსება
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შეკვეთა ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე („სტუმრის რეჟიმში“).
შეკვეთის წარმატებით დასამუშავებლად, მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა და აირჩიოს მიწოდების ტიპი.
სტუმრის რეჟიმში შეკვეთისას, მომხმარებელს არ შეექმნება მუდმივი ანგარიში და ვერ ისარგებლებს რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ფუნქციებით (მაგალითად, შეკვეთების ისტორიის ნახვა, სურვილების სიის შექმნა ან ბარათის მონაცემების დამახსოვრება).
შეკვეთის განთავსების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს ელექტრონულ დადასტურებას და შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას.
სტუმრის რეჟიმში განთავსებული შეკვეთა ექვემდებარება იმავე წესებსა და პირობებს, რაც რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განთავსებული შეკვეთები (მათ შორის: გადახდის, მიწოდების, დაბრუნებისა და გაუქმების წესებს).
მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს სასურველ წიგნებს და ამატებს მათ კალათაში. კალათაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის საქონლის დაგროვება.
პირადი მონაცემების მითითება
შეკვეთის დასამუშავებლად, მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სავალდებულო მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- საცხოვრებელი მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- მიწოდების მეთოდის არჩევა
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს გატანის სერვისი ან საკურიერო მომსახურება.
მიწოდების მეთოდის არჩევის შემდეგ, მომხმარებელს ეკრანზე გამოუჩნდება კალათის სრული ღირებულება, სადაც ცალ-ცალკე იქნება მითითებული საქონლის ღირებულება და მიწოდების მომსახურების ღირებულება (თუ ვრცელდება);
შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში გამოშვებული საბანკო ბარათებით (Visa, MasterCard და სხვა).
გადახდის მეთოდის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი გადამისამართდება უსაფრთხო ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც შეიყვანს ბარათის მონაცემებს.
მომხმარებელს შეუძლია შეინახოს ბარათის მონაცემები მომავალი გადახდებისთვის; აღნიშნული მონაცემები ინახება მხოლოდ გადახდის სერვისის პროვაიდერთან. გამომცემლობას არ აქვს წვდომა ბარათის დეტალებზე.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია წაშალოს მიბმული ბარათი საკუთარი ანგარიშის პარამეტრებიდან.
გადახდის სტატუსი და დადასტურება
ბარათის მონაცემების შეყვანისა და ოპერაციის დასრულების შემდეგ, ანგარიშსწორების გვერდზე გამოჩნდება გადახდის სტატუსი (წარმატებული ან წარუმატებელი).
წარმატებული გადახდის შემთხვევაში, შეკვეთა რეგისტრირდება სისტემაში და მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება დადასტურება შეკვეთის შესახებ.
წარუმატებელი გადახდის შემთხვევაში, შეკვეთა არ ჩაითვლება დადასტურებულად.
შეკვეთის წარმატებით განთავსების შემთხვევაში გამომცემლობასა და მომხმარებელს შორის დისტანციური ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, ხოლო მომხმარებლის ელექტრონულად დაფიქსირებული შეკვეთის განთავსება უტოლდება მის ხელმოწერას წერილობით დოკუმენტზე და იძენს იურიდიულ ძალას.
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება როგორც საკურიერო მომსახურებით, ისე გატანის სერვისის მეშვეობით. მიწოდების წესის არჩევა შესაძლებელია შეკვეთის დასრულებამდე.
საკურიერო მომსახურების მიწოდების ვადები და საფასური
შეკვეთის წარმატებით განთავსებისა და გადახდის დადასტურების შემდეგ, საქონლის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას არჩეული საკურიერო ან გადამზიდი კომპანიის მეშვეობით, იმ კომპანიის დადგენილი ტარიფებისა და მიწოდების ვადების შესაბამისად.
გამომცემლობა თანამშრომლობს რამდენიმე საკურიერო მომსახურების მიმწოდებელთან, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული ტარიფები და მომსახურების პირობები. შეკვეთის განთავსების ეტაპზე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა თავად აირჩიოს მისთვის მისაღები საკურიერო მომსახურება. მიწოდების საფასური და სავარაუდო მიწოდების ვადა აისახება შეკვეთის ჯამურ ღირებულებაში და იქნება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეკვეთის დადასტურებამდე.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის, სარეკლამო შეთავაზებებისა და აქციების პერიოდში, შესაძლებელია მიწოდების ვადების გადახედვა ან მათი გახანგრძლივება. ასეთ შემთხვევაში, გამომცემლობა უზრუნველყოფს მომხმარებლის დროულ ინფორმირებას ვებგვერდზე შესაბამისი შეტყობინების განთავსებით.
პასუხისმგებლობა:
გამომცემლობა პასუხს აგებს მხოლოდ იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მას ეკისრება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესებით. გამომცემლობა არ არის პასუხისმგებელი მიწოდების იმგვარ შეფერხებებზე ან დარღვევებზე, რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ საკურიერო ან გადამზიდი კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით. ამასთან, გამომცემლობა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული და პროპორციული ღონისძიება, რათა ხელი შეუწყოს საქონლის დროულ მიწოდებას და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გატანის სერვისით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84, ქ. თბილისი. შეკვეთის გატანა მითითებული მისამართიდან შესაძლებელია შეკვეთის დადასტურების შემდეგ, სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. გატანის სერვისი უფასოა.
თუ მომხმარებელი შეკვეთას არ მოაკითხავს მისი განთავსებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, გამომცემლობა უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა არ დაბრუნდება და იგი ჩაითვლება ჯარიმად, რომელიც ტოლფასია შეკვეთის ღირებულებისა.
შეკვეთის გაუქმებამდე, გამომცემლობა ვალდებულია მოახდინოს კომუნიკაცია მომხმარებელთან მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე წერილობითი შეტყობინების გზით და აცნობოს შეკვეთის ჩაუბარებლობის შედეგების შესახებ.
საქონლის ჩაუბარებლობის შედეგები
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის დროული მიღება, როგორც გატანის სერვისის, ისე საკურიერო მომსახურების შემთხვევაში.
თუ მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საკურიერო სერვისით ჩაბარებულ საქონლის მიღებას, გამომცემლობა უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა ან მოახდინოს მისი ხელახალი მიწოდების ორგანიზება.
ასეთ შემთხვევაში:
- გადახდილი თანხის დაბრუნება, შეკვეთის ხელახალი მიწოდება ან სხვა ალტერნატიული გადაწყვეტა ხორციელდება წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;
- ხელახალი მიწოდების შემთხვევაში, შესაძლოა მომხმარებელს დაეკისროს დამატებითი ხარჯის გადახდა.
მომხმარებელს აქვს უფლება შეკვეთის განთავსების შემდეგ შეცვალოს არჩეული საქონელი და მოახდინოს მისი გადაცვლა იმავე ან მეტი ღირებულების სხვა საქონელში.
საკურიერო სერვისის შემთხვევაში – ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი საქონელი ჯერ არ გადაცემულა საკურიერო მომსახურებას ჩაბარებისთვის.
გატანის სერვისის შემთხვევაში – მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს შეკვეთა სხვა საქონელში არაუგვიანეს საქონლის გატანამდე.
გაცვლის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს გამომცემლობას ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: support@intelekti.ge თუ არჩეული საქონელი უფრო მაღალი ღირებულებისაა, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ფასთა შორის სხვაობა.
მომხმარებელს შეუძლია გაუქმოს შეკვეთა მისი განთავსების შემდეგ წინამდებარე წესებში გათვალისწინებული პირობების დაცვის შემთხვევაში.
თუ მომხმარებელს არჩეული აქვს გატანის სერვისი, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში შეკვეთა პირდაპირ გაუქმდება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, გადაცვლილი იქნება იმავე ან მეტი ღირებულების საქონელში.
თუ მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო სერვისით, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი საქონელი ჯერ არ გადაცემულა საკურიერო მომსახურებას.
გაუქმების მოთხოვნა უნდა გადმოიგზავნოს გამომცემლობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: support@intelekti.geშესაბამისი მოთხოვნის მიღების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს დამატებით ინსტრუქციას გამომცემლობის უფლებამოსილი თანამშრომლისგან.
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა ან მიმართოს კომპანიას შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@intelekti.ge და მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის ჩაბარების თარიღი.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- კომპანიას, მის მიერ განსაზღვრულ მისამართზე, დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში უქმდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის განაცხადი.
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
უპირობოდ ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ვახუშტი ბაგრატიონის 84, ქ. თბილისი.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულაბზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. ანაზღაურება მოიცავს პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილ მიწოდების საფასურს (არსებობის შემთხვევაში). თანხის დაბრუნება განხორციელდება უგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც კომპანიამ მიიღო მომხმარებლის განცხადება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
კომპანიას უფლება აქვს, შეაჩეროს თანხის დაბრუნება მანამ, სანამ არ მიიღებს უკან დაბრუნებულ პროდუქტს ან ვიდრე მომხმარებელი არ წარადგენს მტკიცებულებას, რომ მან უკვე გააგზავნა პროდუქტი უკან (რომელი პირობაც ადრე შესრულდება). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც კომპანია თავად დათანხმდა დაბრუნებული პროდუქტის ადგილზე თავისივე ძალებით აღებაზე.
თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს იმავე ანგარიშზე ან იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მან გამოიყენა თავდაპირველი გადახდისას. თუ ეს ტექნიკურად შეუძლებელია და მომხმარებელი თანახმაა ანაზღაურების ალტერნატიულ მეთოდზე, კომპანია განახორციელებს ანაზღაურებას შეთანხმებული სხვა გზით ისე, რომ მომხმარებლისთვის დამატებითი ხარჯი არ წარმოიშვას.
უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:
- ნივთს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
- მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).
- საქონლის ან მომსახურების ფასი 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებლის მიერ დაზიანებულია ან გამოყენებულია შეძენილი ნივთი
დეფექტიანი (ნაკლიანი) საქონლის დაბრუნება ან შეცვლა
თუ შეძენილი საქონელი აღმოჩნდება ნაკლიანი (დაზიანებული, დეფექტიანი ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ აღწერილობას), მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს გამომცემლობას და მოითხოვოს საქონლის შეცვლა ან დაბრუნება შემდეგი წესების შესაბამისად:
დეფექტის აღმოჩენისთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს გამომცემლობას ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. განცხადებას უნდა დაერთოს:
- დეფექტის ამსახველი ფოტომასალა;
- შეკვეთის ნომერი;
- სხვა დამატებითი ინფორმაცია, თუ ასეთ მოთხოვნას წაუყენებს გამომცემლობა საქმის შესწავლის მიზნით.
დეფექტის დადასტურების შემთხვევაში, გამომცემლობა უზრუნველყოფს საქონლის შეცვლას იმავე დასახელების ახალ, უნაკლო ერთეულით. თუ ჩანაცვლება შეუძლებელია, მომხმარებელს შესთავაზება ანალოგიური ან მეტი ღირებულების საქონელი, ხოლო მისი მიუწვდომლობის შემთხვევაში – ხელშეკრულების გაუქმება და გადახდილი თანხის დაბრუნება.
თუ ჩანაცვლება ან შეკეთება ობიექტურად შეუძლებელია, გამომცემლობა უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდას, რომლის ოდენობა არ აღემატება საქონლის შეძენისას გადახდილ ღირებულებას.
გამომცემლობა უფლებამოსილია უარი თქვას საქონლის შეცვლაზე ან უკან მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეულობით.
უმნიშვნელო ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ ზღუდავს საქონლის ჩვეულებრივ გამოყენებას, მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ხელშეკრულების გაუქმება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლით.
აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს მომხმარებლის სხვა კანონიერ უფლებებს, რომლებიც დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით.
პირადი მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
გამომცემლობა უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ მითითებული პირადი მონაცემები (მაგალითად: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, მიწოდების მისამართი, ელ.ფოსტა და სხვა) გაუზიაროს მხოლოდ იმ მესამე პირებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გაწევისა და შეკვეთის შესრულებისთვის (მაგალითად, საკურიერო ან საფოსტო მომსახურების პროვაიდერი, გადახდის სერვისის მიმწოდებელი, ბანკი და ა.შ.).
მონაცემების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მომხმარებლის შეკვეთის დასამუშავებლად, მიწოდებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ვებგვერდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა გარე ბმულის სახით იყოს მითითებული ვებგვერდზე. მესამე პირების ვებგვერდების შინაარსი, წესები და პირობები, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრული პირობებისგან.
შესაბამისად, მომხმარებელს ევალება გაეცნოს თითოეული გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გამომცემლობა კი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების ვებგვერდების შინაარსზე, სიზუსტესა და მოქმედ წესებზე.
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი ანგარიშის (პროფილის) გაუქმება ოფიციალური წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა გამოგზავნოს გამომცემლობის ელექტრონულ ფოსტაზე. გამომცემლობა ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
გამომცემლობა უფლებამოსილია ანგარიშის გაუქმებისას წაშალოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ანგარიშიდან, თუმცა მიმდინარე შეკვეთებისა და წარსული ოპერაციების ისტორია სისტემაში შენარჩუნდება.
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის გამონაკლისები
გამომცემლობა არ ახორციელებს ანგარიშის დახურვას ან მონაცემების წაშლას იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებელს აქვს მიმდინარე ვალდებულება ან დავალიანება გამომცემლობის მიმართ;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის, პრევენციის ან გამოძიების მიზნით;
- მონაცემები საჭიროა მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დასაკმაყოფილებლად;
- მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირებისა და მათი მოგვარების მიზნით;
- არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს გამომცემლობას მონაცემების შენარჩუნებას.
გამომცემლობა ვებგვერდზე „OUTLET“-ის ქვეშ სთავაზობს მომხმარებელს დაზიანებული ან მეორადი წიგნების შეძენის შესაძლებლობას. აღნიშნული საქონელი იყიდება საბაზროზე დაბალ ფასად, რისი მიზეზიც წარმოადგენს მისი გარეგნული დაზიანება ან მეორადი ხასიათი.
„OUTLET“-ის ქვეშ შეძენილი საქონელი მომხმარებელს მიეწოდება იმ მდგომარეობით, როგორც იგი წარმოდგენილია („as is“ პრინციპით).
მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს „OUTLET“-ის ქვეშ განთავსებული საქონლის შეძენას, ადასტურებს, რომ:
- გაეცნო საქონლის აღწერას და მდგომარეობას;
- ცნობიერად ეთანხმება მის შეძენას;
- საქონელი არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გამოცვლას იმ საფუძვლით, რომ ის დაზიანებულია ან მეორადია.
- აღნიშნული დებულება არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს იმ შემთხვევებში, როდესაც „OUTLET“-ის ქვეშ შეძენილი საქონელი არსებითად განსხვავდება ვებგვერდზე მითითებული აღწერისგან ან არსებობს ისეთი დეფექტი, რომელიც არ იყო ცნობილი და გამჟღავნებული შეძენისას.
ელექტრონული წიგნების სარგებლობის წესი
ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წიგნების ელექტრონული ვერსიებით დროებითი სარგებლობის საფუძველზე.
დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა არ ხორციელდება. მომხმარებელს წვდომა ეძლევა მხოლოდ ვებგვერდის პლატფორმიდან წაკითხვის რეჟიმში.
ზოგადი სარგებლობის ვადა შეადგენს 6 თვეს, თუ კონკრეტული ელექტრონული წიგნის აღწერაში არ არის მითითებული განსხვავებული ვადა.
დროებითი სარგებლობა არ გულისხმობს საკუთრების უფლების გადაცემას. ელექტრონული წიგნი წარმოადგენს გამომცემლობის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით.
მომხმარებელს ეკრძალება ელექტრონული წიგნის ნებართვის გარეშე დაკოპირება, გავრცელება, მესამე პირებისთვის გადაცემა, გადაღება, ჩანაწერის გაკეთება ან სხვა ნებისმიერი ფორმით გამოყენება, რაც სცდება წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ლეგიტიმურ სარგებლობას.
ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, გამომცემლობა უფლებამოსილია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება.
ვებგვერდზე მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს აუდიომასალით, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
თითოეული აუდიომასალით სარგებლობა უფასოა.
აუდიომასალით სარგებლობა მოიცავს მათი მოსმენას ვებგვერდზე ან სპეციალურად გაწერილი პლატფორმის საშუალებით. აუდიოფაილების ჩამოტვირთვა ან მესამე პირებზე გადაცემა არ არის ნებადართული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული გამომცემლობის მიერ.
აუდიომასალები წარმოადგენს გამომცემლობის ან მისი პარტნიორების ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით.
მომხმარებელს ეკრძალება აუდიომასალის უკანონო დაკოპირება, გავრცელება, ჩანაწერის შენახვა, მესამე პირებისთვის გადაცემა ან სხვა სახით გამოყენება, რაც სცილდება წინამდებარე პირობებით დადგენილ ლეგიტიმურ სარგებლობას.
ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევაში, გამომცემლობა უფლებამოსილია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას.
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მიიღოს სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია ვებგვერდზე წარმოდგენილი საქონლის, ფასების, მიწოდებისა და დაბრუნების წესების შესახებ;
- გააფორმოს შეკვეთა ვებგვერდის მეშვეობით და ისარგებლოს მისი გაუქმებისა და დაბრუნების შესაძლებლობებით დადგენილი წესების შესაბამისად;
- მოითხოვოს ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება, ანაზღაურება ან ხელშეკრულების გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად;
- დაუკავშირდეს გამომცემლობას შეკვეთასთან, მიწოდებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
მომხმარებელი ვალდებულია:
- შეკვეთის განთავსებისას უზრუნველყოს სანდო და ზუსტი მონაცემების მიწოდება (სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.);
- დროულად მიიღოს შეკვეთილი საქონელი არჩეული მიწოდების სერვისის შესაბამისად;
- დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები და არ გამოიყენოს ვებგვერდი კანონდარღვევის ან მესამე პირის უფლებების დარღვევის მიზნით.
გამომცემლობას აქვს უფლება:
- შეცვალოს ან განაახლოს ვებგვერდის შინაარსი, ფუნქციონალი და მომსახურება;
- ცალმხრივად განახორციელოს წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილებები, მათი გამოქვეყნების გზით;
- უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ მომხმარებელმა დაარღვია წესები ან მიაწოდა მცდარი/ყალბი ინფორმაცია;
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს მხოლოდ იმ მესამე პირებს, რომელთა ჩართულობა აუცილებელია მომსახურების გაწევისა და შეკვეთის შესრულებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გამომცემლობა ვალდებულია:
- უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის დროული და სათანადო მიწოდება მომხმარებლის მიერ არჩეული სერვისის შესაბამისად;
- მიაწოდოს მომხმარებელს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია საქონლისა და მომსახურების შესახებ;
- დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და დაამუშაოს ისინი მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- დააკმაყოფილოს მომხმარებლის კანონით დადგენილი მოთხოვნები დეფექტიანი საქონლის დაბრუნებასთან, ჩანაცვლებასთან ან კომპენსაციასთან დაკავშირებით;
- დაიცვას მომხმარებლის უფლებები „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
გამომცემლობა და მომხმარებელი ვალდებულნი არიან შეასრულონ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობები კეთილსინდისიერად და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გამომცემლობა პასუხს აგებს მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრულია ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წესებით დადგენილი მოთხოვნები და პასუხისმგებელია იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება დადგეს მისი მხრიდან არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებით, ასევე ვებგვერდის პირობების დარღვევით.
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ისევე როგორც თითოეული შეკვეთის გაფორმებისას, მომხმარებელი ცალსახად ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე „საიტის წესებსა და პირობებს“ და გამომცემლობის „პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას“.
აღნიშნული „საიტის წესები და პირობები“ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
აღნიშნული წესებით გათვალისწინებული პირობები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით (უვადოდ) და სავალდებულოა შესასრულებლად როგორც კომპანიისთვის, ისე ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ისარგებლებს კომპანიის ონლაინ მომსახურებით.
კომპანიას აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მოცემულ წესებსა და პირობებში. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, კომპანია გამოაქვეყნებს განახლებულ ტექსტს საკუთარ ვებგვერდზე ცვლილების გამოქვეყნების თარიღის მითითებით. განახლებული პირობები ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან. მომხმარებელს რეკომენდირებულია პერიოდულად შეამოწმოს წესების მოქმედი ვერსია. ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება ან განახლებული პირობების მიღების შემდეგ ახალი შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება შეცვლილ პირობებს.
იმ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ არ რეგულირდება მოცემული წესებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით. მათ შორის, ისინი იხელმძღვანელებენ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმებით.
თუ აღნიშნული წესების რომელიმე დებულება ცნობილი გახდება ბათილად ან გაუქმებულად კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, დარჩენილი დებულებები ძალაში დარჩება სრულად. ბათილად ცნობილი პუნქტი ჩანაცვლდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, რომელიც მიზნობრივად მაქსიმალურად შეესაბამება საწყისი დებულების მიზანს.
წესებით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც მოლაპარაკებით ვერ მოგვარდა, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოების იურისდიქციის ფარგლებში.