ბლოგი

საუკეთესო წიგნები ესპანური ენის შესასწავლად

თუ ულამაზესი ესპანური ენის შესწავლას აპირებ, ან უკვე შეუდექი სწავლას, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობ, ქართულ-ესპანური სასაუბრო დაგეხმარება ნებისმიერ თემაზე შეძლო საუბარი. შესავალში გაეცანი კითხვის წესებს, საჭირო ფრაზებისა და კითხვა-პასუხის დამახსოვრებას კი ილუსტრაციები გაგიადვილებს. ამის შემდეგ, თამამად გადაკვეთე სტუმართმოყვარე ესპანეთის საზღვარი, იმოგზაურე და გაიჩინე მეგობრები ქვეყანაში, სადაც ყოველი ჩასვლისას ახალი აღმოჩენები და კულტურული შოკი გელოდება. Feliz viaje! ბედნიერი მოგზაურობა!
ანდაზები, ფრაზები და ჟარგონი ნებისმიერი ენის მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულებია, რადგან ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ისტორიასა და კულტურას ინახავენ. თუკი გარკვეულწილად იცი ესპანური ენა და გინდა სრულყოფილად შეისწავლო, დროა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიო და ესპანელების საყვარელი ანდაზები და გამოთქმებიც გაითავისო.

რედაქტორი: თამარ ლონდარიძე
 დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
 გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი