საქართველოში არც ერთი გამომცემლობა არ გამოსცემს იმდენ თანამედროვე ქართველ ავტორს, რამდენსაც ჩვენ.
ჩვენ ვართ პირველი გამომცემლობა, ვისთვისაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის ახალი სახეების აღმოჩენა და მათი ნაწარმოებების გამოცემა.
თუ წერა გიყვარს, შემოქმედებითი ადამიანი ხარ და ფიქრობ, რომ მზად ხარ საზოგადოებამ გაგიცნოს, გამოგვიგზავნე ნაწარმოების მოკლე აღწერა (სინოფსისი) და ნაწარმოების სრული ტექსტი.
ჩვენ განვიხილავთ შენს ნამუშევარს და დაგიკავშირდებით აპლიკაციის მიღებიდან ოთხ კვირაში.
არასრულწლოვანთა ნამუშევრები არ განიხილება.