თამაზ ვასაძე – ქართული იგავური პროზის ანთოლოგია
ავტორი: შეადგინა თამაზ ვასაძემ
14,95 ₾ Original price was: 14,95 ₾.7,48 ₾Current price is: 7,48 ₾.
შეადგინა თამაზ ვასაძემ
ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების – იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური ან ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს – მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ.
წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები.
ანთოლოგიაში შესულია სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ წულეისკირის, რეზო ჭეიშვილის, შოთა ჩანტლაძის, ერლომ ახვლედიანისა და ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები.
კატეგორია: სპეციალური შეთავაზება
ISBN: 9789941458279
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2015 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნინო სადღობელაშვილი – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლის
მარაგშია
ნოშრევან არაბული – ხევსურული შუღლი და დოღი
მარაგშია
