ჩვენი ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც ჩვენმა დამფუძნებელმა, კახმეგ კუდავამ სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა დაიწყო არაქართულენოვანი სკოლებისთვის.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მისია – ხელის შეწყობა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლაში, ქართული კულტურის გაცნობასა და განათლების მიღებაში.

მოგვიანებით მხატვრული ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა დავიწყეთ, შემდეგ ქართველი მწერლების და უკვე 30 წელზე მეტია, რაც  გამომცემლობა „ინტელექტი“ თანამედროვე ქართველ ავტორებს, მსოფლიო ბესტსელერებს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გამოვცემთ.

„ინტელექტი“ ყოველწლიურად 300-ზე მეტი დასახელების წიგნს ბეჭდავს. მათგან აღსანიშნავია მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, რომლებსაც გამომცემლობა სხვადასხვა სერიაში აერთიანებს. ჩვენი სერიებიდან მკითხველს განსაკუთრებით უყვარს  „აკრძალული წიგნების თარო“, „ნობელის პრემიის ლაურეატები“, „ინტელექტი.კლასიკა“, „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“, „ინტელექტი სკოლას“ და ახალი, 2025 წელს დაწყებული სერია  –  „XXI -ე საუკუნის პრემირებული წიგნები“. ამ სერიაში პირველ წიგნად ბუკერის პრემიის მფლობელი ავტორის, პოლ ლინჩის „მისნის სიმღერა“ შეირჩა – დისტოპიური რომანი, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ავტორს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ ვართ პირველები ბაზარზე თარგმნილი ლიტერატურის სიუხვით, თანამედროვე ქართველი ავტორებისა და პოეტური კრებულების გამოცემით.
ჩვენ მიერ გამოცემული ქართველი ავტორები ითარგმნება მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. ჩვენს ავტორებს წარვადგენთ საერთაშორისო კონკურსებზე და ხშირად გამარჯვებულები ბრუნდებიან უკან. ზოგადად, ბოლო წლების ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები და მათი ავტორები მრავალგზის გამარჯვებულები არიან ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსებში.

გამომცემლობა „ინტელექტი“ რამდენიმე სხვა გამომცემლობასთან ერთად „საქართველოს წიგნის ასოციაციის“ დამაარსებელი და გამგეობის წევრია.

2007 წლიდან ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს პირველი საავტორო კოლექტიური სტენდი ჩვენი ინიციატივით მოეწყო სხვა გამომცემლობებთან ერთად. ასე, ერთობლივი ძალებით, უკვე 2018 წლისთვის, საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსი მოიპოვა ამ საერთაშორისო ფორუმზე.

გამომცემლობა ინტელექტი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე და აქტიურად უწევს პოპულარიზაციას თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

ჩვენი პრიორიტეტია წიგნების სიყვარულის გაღვივება პატარებსა და მოზარდებში. ხშირად ვმონაწილეობთ წიგნიერების გავრცელების პროექტებში, ვამარაგებთ სასკოლო ბიბლიოთეკებს საინტერესო კლასგარეშე საკითხავებით.
გამოვცემთ ისეთ ლიტერატურას, რომელიც მანამდე ორიგინალი ენიდან ქართულად არასოდეს თარგმნილა.

ჩვენ მიერ გამოცემულ სერიებში ნებისმიერი ჟანრისა და გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საყვარელ წიგნს.