arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ირაკლი შამათავა
ირაკლი შამათავა

დაიბადა 1987 წელს. 2007-2011 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე; 2012-2016 წლებში წარჩინებით დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა. 2016 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორია. 2019-2020 წლებში გახდა თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული.

 

2013 წლიდან საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი, 2018 წლიდან კი ადვოკატთა კორპუსის წევრია. 2015-2017 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ თავმჯდომარე და კონკურსში ნომინირებული/გამარჯვებული ნაწარმოებების სერიული გამოცემის ხელმძღვანელი.

 

გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები (ცისკარი, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული პალიტრა, ქართული მწერლობა, ქართული სიტყვა). წიგნები: ბავშვობადაკარგული თაობა (2011 წ.), დემნა უფლისწულის აჯანყება (2011 წ.), გამშვები პუნქტი, (2019 წ.)

 

ავტორი და ხელმძღვანელია ილუსტრირებული ფოტოალბომის თბილისიძველი და ახალი, Tbilisi – Old And New (2017 წ.) და გამოცემის ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის საუკეთესო პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომზე (2020 წ.).  

 

2012-2013 წლებში გახდა დავით აღმაშენებლის და გურამ რჩეულიშვილის პრემიის ლაურეატი (ორგზის); 2016 წელს მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხოლო 2020 წელს მიიღო გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია ქართულ-აფხაზური კრებულისთვის გამშვები პუნქტი, АНАШЬҬРАТӘ ҬЫҦ.

 

მისი მოთხრობები თარგმნილია აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

მოთხრობა ბავშვობადაკარგული თაობა (2017) და ჩემი სახელია ჰიროშიმა (2018) დაიბეჭდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ცოცხალი წიგნების ინგლისურენოვან ანთოლოგიაში. რუსულად თარგმნილი მოთხრობა კაენი და სახარება შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში (2012). ნოველა პილატე აზერბაიჯანულად დაიბეჭდა ქართული პროზის ანთოლოგიაში (2018). გერმანიაში, თანამედროვე მწერლების ლიტერატურულ ალმანახში დაიბეჭდა მოთხრობა ცხოვრება, როგორც სინამდვილეშია (VERLAG “STELLA”, DEUTSCHLAND, 2016).

 

ავტორის წიგნები
ვრცლად