ანა კალანდაძე – დღიურები, საუბრები. წიგნი 4
ავტორი: ანა კალანდაძე
1993 წლის 31 მარტს ვესტუმრე. გამოიტანა ლურჯყდიანი რვეული, რომლიდანაც 1946 წლის 25 მაისს წაიკითხა ლექსები. ნელ-ნელა გადაფურცლა და დამათვალიერებინა. თვალი მოვკარი: რამდენიმე ლექსი ვერტიკალურად იყო გადახაზული. დავინტერესდი, ეს ლექსები შემდეგ გამოაქვეყნა თუ არა, მაგრამ რვეული არ მომაწოდა და მეც ვერ გამოვართვი. სხვა, ნებისმიერ ავტორთან, რა თქმა უნდა, თავს არ შევიკავებდი, მაგრამ ეს ხომ ანა იყო! შეთავაზებით კი შევთავაზე – ეს რვეული ცალკე წიგნად გამოვცეთ-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმა. ანას გარდაცვალების შემდეგ, დღიურებს რომ ვკითხულობდი, ეს ლურჯი რვეული იქვე იდო. წავიკითხე სამოცდაათამდე რვეული, მაგრამ არ ვისარგებლე შემთხვევით და 1946 წლის იღბლიან რვეულში არ ჩავიხედე. ეს ხომ ანაა!
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941319600
| გამოცემის წელი |
2026 |
|---|---|
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მსგავსი პროდუქტები
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
