გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
ავტორი: გაბრიელ ტანიე
24,95 ₾ Original price was: 24,95 ₾.17,47 ₾Current price is: 17,47 ₾.
„ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“ გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით: მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაური გადაწყვეტილების შესახებაც უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო.
„მოკლედ, ყველანაირად ვეცდები, დავიცვა აბესალომის საფლავი, ვინც დამიჯერებს, დამიჯერებს, ვინც არა – მასაც გაუმარჯოს ღმერთმა და თავისი სიმართლით იაროს… ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, ახლა, როცა ამ გზას ვადგავარ, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ მეგულება“. – უყვება პროფესორ მეგობარს მწერალი საკუთარი თავისთვის მიჩენილი ახალი მისიის შესახებ.
რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი? რატომ ებრალება ამბოხებული, მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი? მკითხველის თვალწინ, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს რომანის ტექსტიდან მიიღებს, დავითისა და აბესალომის ბიბლიური ამბავი სხვა პერსპექტივით იშლება, რადგან მწერალს აბესალომის ამბოხების მოტივსა და მის სიკვდილზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
„ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“ გაბრიელ ტანიეს მესამე წიგნია. მწერალი მკითხველმა „ქანაანის შვილებით“ გაიცნო და შეიყვარა. ბესტსელერთა რიგებში მოხვდა მისი მეორე წიგნიც – „ანგელოზთა საკითხავი“.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941317231
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
თამაზ ნატროშვილი – მაშრიყით მაღრიბამდე
მარაგშია
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ნიკოლოზ ლოლაძე – აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
ლაშა ტუღუში – სტალინის გამბიტი
მარაგშია
სალომე მიქაძე – პაწაწინა
მარაგშია
მაკა ჯოხაძე – ისკარიოტის ეკლები
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – Delirium
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
