ელიას ხური – ქალაქის კარიბჭეები
ავტორი: ელიას ხური
14,95 ₾
ნოველისტი, რომანისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ელიას ხური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ლიბანელი მწერალია, რომელიც არაბულ პოსტმოდერნულ ლიტერატურას ქმნის. ლიტერატურულ ასპარეზზე ელიას ხური 1975 წელს გამოვიდა, სწორედ ამ დროიდან აქვეყნებს ის თავის რომანებსა და ნოველათა კრებულებს, სულ 10 რომანი აქვს გამოცემული, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
„ქალაქის კარიბჭეები“ მწერლის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია, 1981 წელს დაიწერა და „უცხოს“, „უცხოობის“ კონცეპტი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია მასში. ზოგადად, გაუცხოების თემა და საკუთარი თავისა და საცხოვრისი ადგილის მაძიებელი უცხო, უსასრულოდ მოხეტიალე ყარიბი მოგზაური ხურის საყვარელი ლიტერატურული გმირია.
რომანი „ათას ერთი ღამის“ ერთი ცნობილი ნარატივის – „სპილენძის ქალაქის“ თემის პოსტმოდერნული ლიტერატურული გადამუშავებაა, რომელიც ავტორმა მწერლური შთაგონებით მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას – ბეირუთის სამოქალაქო ომს დაუკავშირა. მთავარი გმირი შორეული ქალაქისკენ მიმავალი უცხო, ყარიბი მოგზაური კაცია და უცხოობაშია მისი ძალა, რადგან სწორედ უცხოობის განცდას შეუძლია მისი დაუსრულებელი სვლისა და მსოფლაღქმის ახსნა. უცხოობა თან ტანჯვაა მისთვის და თან მისი რჩეულობის გამოხატულება.
„ქალაქის კარიბჭეები“ თავისი არარეალისტური სიუჟეტით, ტექსტის ფრაგმენტაციითა და მისი მრავალგვარი გაგების დაშვებით, თხრობის შერეული ფორმებით, იმიტაციით, გამეორებებით, მხატვრული სტილიზაციით შექმნილი, პოსტმოდერნულ სტილში დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ავტორის მწერლურ შესაძლებლობებს.
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941317057
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
არაბული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
მარაგშია
