თამაზ ნატროშვილი – მოყვასი შორეული რომიდან
ავტორი: თამაზ ნატროშვილი
თამაზ ნატროშვილის წიგნში ასახულია გამოჩენილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს (1586-1652) ბიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, სახელდობრ საქართველოს საკითხი მის პოლიტიკურ და მეცნიერულ მოღვაწეობაში. ნაშრომში დაწვრილებით არის განხილული ის ცნობები საქართველოსა და ირანში მყოფი ქართველების შესახებ, რომლებიც უხვად მოიპოვება პიეტრო დელა ვალეს თხზულებებში.
მკითხველს თვალწინ წარმოუდგება იმდროინდელი საქართველოს ვითარება, მაჰმადიანური აგრესიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის მთავარი მომენტები და ის ქართველი მოღვაწეები, სამაგალითოდ რომ გამოხატავდნენ ეროვნულ სულისკვეთებას.
წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომს და გამიზნულია ჩვენი წარსულით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისთვის.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941319198
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2026 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
