მაკა ჯოხაძე – ფიჭვები უდაბნოში
ავტორი: მაკა ჯოხაძე
14,95 ₾
„ფიჭვები უდაბნოში“ მაკა ჯოხაძის მოთხრობების კრებულია, რომელიც, მრავალფეროვანი თემატიკის, სიუჟეტების და პერსონაჟების მიუხედავად, მაინც ერთ მთლიან ტექსტად აღიქმება, ერთი რომანივით იკითხება.
ამ განწყობას, შესაძლოა, ის ბიბლიური ატმოსფერო ქმნის, რომლითაც ეს მოთხრობებია გამსჭვალული – სწორედ ეს ატმოსფეროა ის თავდაპირველი სივრცეც, განზომილებაც, გნებავთ – სამშობლოც, სადაც ალუზიებით თუ თანამედროვე კონტექსტით სავსე ამბები ხდება.
ადამიანური რწმენა და მისი საზღვრები, დაცემისა და აღდგომის მისტერიები, სიყვარულის მუდმივი პარადიგმა, ბუნების – როგორც სამყაროს მთლიანობის გაკვეთილები – ეს იმ აქცენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე ფიქრიც მოუწევს მკითხველს, მით უფრო, თუ უკვე იცნობს მაკა ჯოხაძის მხატვრულ და პუბლიცისტურ შემოქმედებას და აქვს მზაობა და მოლოდინი გამორჩეულად ღრმა და ინტელექტუალურ მხატვრულ სამყაროში სულიერი ხეტიალისთვის.
ამ კრებულში, კარგი ლიტერატურით მოგვრილ სიამოვნებასთან ერთად, ადამიანური ნუგეშის ძალასაც იგრძნობთ – ლამის დავიწყებულ, ბუნებრივ და ძველისძველ ძალას, რომლის გამოც ყველა უდაბნო მასშივე დანახული ფიჭვების გამოა გასაძლები
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941470783
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2018 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნინო სადღობელაშვილი – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლის
მარაგშია
ნოშრევან არაბული – ხევსურული შუღლი და დოღი
მარაგშია
ნუგზარ შატაიძე – ნოემბრის წვიმა და სხვა
მარაგშია
